U20. მ/ჩ: საქართველომ არგენტინის ნაკრები დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
13 ივნისს საქართველოსა და არგენტინას შორის მსოფლიოს რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩი გაიმართა.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული შეხვედრა "უმცროსი ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 26:25 დასრულდა.

ქართველმა მორაგბეებმა დაწინაურება მატჩის მე-4 წუთზევე შეძლეს. ლელო ბექა საღინაძემ დადო, გელა აფრასიძემ კი გარდასახა - 7:0.

მე-11 წუთზე არგენტინელებმა ტომას ალვორნოს ჯარიმით სხვაობა შეამცირეს - 3:7.

მე-13 წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მძლავი მოლი ააგორეს და არგენტინელთა ლელოს ზონაში შევიდნენ. ლელოს ავტორი გუნდის კაპიტანი ილია სპანდერაშვილი გახდა. აფრასიძემ გარდასახა - 14:3.

მე-15 წუთზე მოედნიდან
10 წუთით ლაშა ტაბიძე გააძევეს, აქედან 2 წუთში კი ლელოს დადება არგენტინელებმაც შეძლეს. ლელოს ავტორი ვაუტისტა დელგი გახდა. გარდასახვა კი მეტოქემ ააცილა.

21-ე წუთზე ალვორნოსმა ჯარიმა შეასრულა ზუსტად - 14:11.

შესვენებამდე აფრასიძემ სამი ჯარიმა (26-ე, 35-ე და 38-ე წუთებზე) გაიტანა და ანგარიში 23:11 გახდა, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინამ ლელოს დადება შეძლო, რომლის ავტორი ფაკუნდო ფერარიო გახდა. გარდასახვა ამჯერად ხუან-ვაუტისტა დაირომ გაიტანა - 23:18.

59-ე წუთზე არგენტინელები 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა მოედნიდან ალექსანდრო ლუნა გააძევა.

77-ე წუთზე გელა აფრასიძემ 42 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად დაარტყა და სხვაობა 8 ქულამდე გაზარდა - 26:18.

ტაიმის მიწურულს მეტოქემ ლელო დაგვიდო და გარდასახვაც გაიტანა, თუმცა ეს მათი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 26:25 გაიმარჯვა.

- U20. მ/ჩ: საქართველოს ლელოები არგენტინასთან მატჩში [VIDEO]

მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები ირლანდიას 18 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდება. ირლანდიამ დღეს სამოა ანგარიშით 52:26 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამ მოგებით საქართველომ მომდევნო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშის უფლება გაინაღდა.
მკითხველის კომენტარები / 42 /
თუ მასეა ძალიან კარგი, მაგრამ ეროვნულის მაისურზე, რომ ვაზის ლერწი სპონსორის (ნატახტარის) ლოგოზეა თითქმის მიბმული ფაქტია და სჯობია ცალკე იყოს, უფრო ზევით, როგორც ადრე ოყო, არ მეთანხმები?
,,Bs-ს" bs-gan
14 ივნისი 2017 12:11
0
რეგიონებში უფრო რანაირად დადის, რუმინეთთან ერთა თასზე 55000 კაცი იყო თბილისში. პრობლემა ისაა რომ ცუდ დროს იყო დანიშნული თამაშები. შუადღეზე ვინ უნდა მივიდეს? ვინც მუშაობს ის ვერ მიდის და ვინც არ მუშაობს ის ბირჟაზე დგას და 20 ლარის გადახდა ეძვირება. შუადღის თამაშებს თავი რომ დავანებოთ, ექვს საათიანზეც ვერ მოასწრებდა ხალხი მისვლას, პიკის საათში სანამ ავჭალაში მიხვალ 40-45 წუთი გინდა სულ მინიმუმ. ზოგადად, თბილისზე უკეთესი დასწრება ვერცერთ ქალაქს ვერ ექნება დარწმუნებული ვარ.
fraternity
14 ივნისი 2017 12:06
0
გასაგებია რო მარტო ქუთაისი ვერ გაავსებს მაგრამ მე ვიგულისხმე ახლო შემოგარენი ანუ ბათუმიდან დაწყებული, ოზურგეთი, ფოთი, და ასე შ. თბილისის წინააღმდეგი კი არ ვარ მაგრამ რეგიონებში უფრო დადის ხალხი.
kaxa \ kaxa- s
14 ივნისი 2017 11:47
0
ვაზის ლერწიანი კვართით მოედანზე გასვლა მხოლოდ ეროვნული ნაკრების მოთამაშეების პატივია. ახალგაზრდული ნაკრებების კვართზე არასდროს არ ყოფილა გამოსახული აღნიშნული სიმბოლო.
Bs-ს
14 ივნისი 2017 11:29
0
ნახევრად ჩაბნელებული იყო საღამოს თამაში, ზელანდია-საფრანგეთი. განათება უვარგისი იყო. ამაზე პასუხი ვის უნდა მოეთხოვოს, რაგბის კავშირს თუ სტადიონის ადმინისტრაციას?
ynwa
14 ივნისი 2017 10:45
0
გეთანხმები! მეც მგონია, რომ გვეზრდება ნანატრი 10 ნომერი, მთავარია რომ იშრომოს და რა პოტენციალიც აქვს გამოიყენოს, მიბაძოს ლობჟანიძეს, რომელსაც თავში არ აუვარდა და დღემდე თავაუღებლად შრომობს. იმედია ეყოფა თავმდაბლობა და გააგრძელებს ზრდას.
bs Irakli apkhaidze-s
14 ივნისი 2017 10:43
0
ვეთანხმები პაატას. 3-4 წლის წინ რაგბი არ მაინტერესებდა და ელემენტარული წესები არ ვიცოდი. არსებობდა მხოლოდ ფეხბურთი, თუმცა გვიდა დრო და რაგბმა მომცა ის რასაც ვეძებდი, ბრძოლა, თავდადება, სიამაყის შეგრძნება, კმაყოფილება, სიხარული. შესაბამისად, ვცდილობ არცერთი რაგბის თამაში არ გამოვტოვო და ძალიანაც ნასიამოვნები მოვდივარ სტადიონიდან. ფეხბურთელების ნახევარზე მეტს სირბილი ეზარება და ნაკრები მხოლოდ საკუთარი კარიერული წინსვლისთვის ჭირდებათ (რამდენიმეს არ ეხება მხოლოდ) და შედეგიც შესაბამისია. იარეთ რაგბიზე, უყურეთ რაგბს და ნერვებმოშლილის მაგივრად სტადიონიდან წამოხვალთ სასიამოვნოდ დამუხტულები. ეს არის და ეს.
fraternity
14 ივნისი 2017 10:36
0
სხვა თემას მინდა იროდე წინადადებით გამოვეხმაურო!
ჯერ რა თქმა უნდა დამსახურებულ გამარჯვებას გილოცავთ ყველას, კარგი მომავალი გვეზრდება!
ახლა კი შენიშვნა ფედერაციას!
გულდასაწყვეტია რომ ეროვნული ნაკრების კვართიდან გაქრა ვაზის გამოსახულება, ჯერ კიდევ ფორმის პრეზენტაციისას დავწერე რომ ახალ ფორმაში ვაზის გამოსახულება უფრო დაპატარავებული და დამცირებულია და ,,ნატახტარის" ლოგოს გაგრძელებას უფრო გავს ვიდრე საკრალური მნიშვნელობის ცალკე ვაზის ლერწს. ამ ჩემპიონატზე სპონსორი ,,სოკარია", შესაბამისად მან სამართლიანად გადაფარა ,,ნატახტარის" ლოგო, მაგრამ ამ ლოგოს გადაყვა ვაზის ლერწიც. ამის მიზეზი კი მისი არასწორად განთავსებაა, მაშინ როდესაც კვართზე ორიოდე სანტიმეტრის ზევით არის თითქოს განგებ მისთვის დატოვებული ადგილი. ვინც ჩახედულია იცის, თუ რას ნიშნავს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს სიმბოლო და რა ემოციას უკავშირდება.
ამიტომ რაგბის კავშირს ვთხოვ გაითვალისწინონ და მომწოდებელთან შეთახმონ ეს უმნიშვნელო ცვლილება, ნუ გადააყოლებთ ფულს(სპონსორს) ასეთ მნიშვნელოვან ემოციურ სიმბოლოს, გააკეთეთ ისე როგორც ადრინდელ კვართზე იყო, უფრო მაღლა, გამოყოფილ ადგილას, ნაკერის ზევით კისერზე, განცალკევებით და შესაბამისად არც სპონსორებს ექნებათ მის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება.
გამომეხმაურეთ, მაინტერესებს ზედმეტს ხომ არ ვითხოვ!
bs
14 ივნისი 2017 10:27
0
Live- ნამდვილად! და ძალიან ცუდი და არაადეკვატური დამოკიდებულებაა რაგბის და ფეხბურთის გულშემატკივარს შორის, და ეს არა მარტო აქ იგრძნობა. თითქოს ორივეს წარმატება ერთმანეთს გამორიცხავდეს და თითქოს ერთმანეთს ლუკმას ართმევდნენ, ფეხბურთიც უნდა დაფინანსდეს, რაგბიც, კალათბურთიც, ფარიკაობაც, ნიჩბოსნობაც და და ხელფასებიც, პენსიებიც და მშპ-ც და ეკონომიკაც უნდა გაიზარდოს... ყველგან სადაც საქართველოა!
Irakli apkhaidze
14 ივნისი 2017 09:47
0
ჩემი დიდი თხოვნაა როგორმე წერტილი დაესვას ფეხბურთის და რაგბის გულშემატკივართა შორის არსებულ "ქიშპს", ორივე ჩვენია! მთავარია ობიექტურობა არ დავკარგოთ და ისე გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები. ფეხბურთის შემდეგ დავიწყე რაგბის გულსემატკივრობა და იცი რატომ? იმიტომ რომ ამ ხალხში თავდადება და უფრო მეტი პატიოსნება დავინახე, რაც ჩვენს ფეხბურთს ათწლეულებია კლია!!! თავს ნუ მოვიტყუებთ, რაც აქამდე ფეხბურთში ჩადებული ათეულ მილიონები გაქრა უშედეგოდ, ისევე გაქრება ის 265 მილიონი რომელზეც ეხლა ამდენს საუბრობენ! ნუ გაგიკვირდება, რომ რაგბის გულშემატკივარს გული წყდებოდეს სახელმწიფოსგან ამხელა მხარდაჭერა რომ არ იგრძნობა! ბედნიერესი ვიქნები თუ ფეხბურთში ანალოგიური ტურნირის მასპინძლობა გვეღირსება, რასაც დამსახურება უნდა! ქართულმა რაგბმა ეს დაიმსახურა და ყველამ დავაფასოთ! დღევანდელი გამარჯვებით ჩვენმა ბიჭებმა კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მისცეს მომავალ თაობას და ეს არის მთავარი!!!
LIVE-ს პაატასგან
14 ივნისი 2017 01:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული