U20. საქართველო VS ირლანდია - ლამაზად უნდა დავხუროთ

AutoSharing Option
კვირას, 18 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბოლო მატჩები გაიმართება.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მე-9 ადგილისთვის ირლანდიის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 13:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

ამავე სტადიონზე მოგვიანებით გამოვლინდება ტურნირის გამარჯვებულიც - ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 18:00 სთ-ზე დაიწყება, ინგლისისა და ახალი ზელანდიის 20-წლამდელები ითამაშებენ.

- "მიხეილ მესხი" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისთვის მზადაა [PHOTO]

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" დასახული ამოცანა უკვე შეასრულეს. მეოთხე სათამაშო დღეს არგენტინის ნაკრების ძლევით, ჩვენმა გუნდმა
ელიტაში ადგილი შეინარჩუნა და, თუკი ირლანდიასაც დაამარცხებს, შარშან ნაჩვენებ შედეგს (მე-10 ადგილი) გააუმჯობესებს.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა არგენტინასთან გამარჯვებულ შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. გარემარბად აკაკი ტაბუცაძეს ნაცვლად საბა სვიმონიშვილს ვიხილავთ, ბურჯმა ლაშა ტაბიძემ თადარიგში გადაინაცვლა და თამაშს გურამ პაპიძე იწყებს, ბექა საღინაძემ მეორედან მესამე ხაზში გადაინაცვლა და თორნიკე ჯალაღონიას ადგილი დაიკავა, ხოლო მეორე ხაზში ლაშა ჯაიანი დადგება.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს, რომელშიც პლანეტის 12 საუკეთესო ახალგაზრდული გუნდი ჩაება, საქართველო პირველად მასპინძლობს.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული ჩემპიონატი "მსოფლიო რაგბის" მიერ ორგანიზებულ ტურნირებს შორის მნიშვნელობით მეორე ადგილზეა, მსოფლიო თასის შემდეგ და ის წელს მეათედ ტარდება. აქამდე ჩატარებული 9 ჩემპიონატიდან 5 ახალმა ზელანდიამ მოიგო, 3 - ინგლისმა და 1 - სამხრეთ აფრიკამ.

საქართველოს ნაკრები
15. მირიან მოდებაძე, 14. საბა სვიმონიშვილი, 13. ბეჟან გავაშელიშვილი, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე; 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ლევან პაპიძე, 3. გურამ პაპიძე, 4. ლაშა ჯაიანი, 5. კობა ჯიმშელეიშვილი, 6. ბექა საღინაძე, 7. ილია სპანდერაშვილი (კაპ.), 8. არსენ მაჩალაძე.

მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე, 17. უშანგი ჭეიშვილი, 18. ლაშა ტაბიძე, 19. თორნიკე ჯალაღონია, 20. სანდრო მამამთავრიშვილი, 21. ლუკა დვალიშვილი, 22. გიორგი წიკლაური, 23. ბექა მამუკაშვილი.

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი
18 ივნისი
XI ადგილისთვის, ავჭალის სტადიონი, 12:00 სთ
სამოა-არგენტინა

IX ადგილისთვის, ვაკის სტადიონი, 13:00
საქართველო-ირლანდია

V ადგილისთვის, ავჭალის სტადიონი, 14:30
ავსტრალია-შოტლანდია

III ადგილისთვის, ვაკის სტადიონი, 15:30
სამ.აფრიკა-საფრანგეთი

VII ადგილისთვის, ავჭალის სტადიონი, 17:00
უელსი-იტალია

ფინალი, ვაკის სტადიონი, 18:00
ინგლისი-ახ.ზელანდია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა თქმა უნდა ირლანდია არგენტინაზე სუსტია!¡!!!!¡
geno
09:18 18-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული