ჩვენი მორაგბეების უპირატესობა მატჩის დასაწყისიდანვე გამოიკვეთა და მეტოქეს პირველ ტაიმში ოთხი უპასუხო ლელო გაუტანეს 28:0, რითაც გამარჯვებულის ვინაობა შესვენებამდე გამოავლინეს. ლელოები მიითვალეს: ვაჟა ხუციშვილმა, მერაბ შარიქაძემ, ვახტანგ ახობაძემ და ნოდარ მარდალეიშვილმა.
მეორე ტაიმში ჩვენმა ბიჭებმა მონაგარს კიდევ ორი ლელო შემატეს. ორივე მგეზავი გიორგი ბასილაიას ანგარიშზეა. ექვსი ლელოდან ხუთი ვაჟა ხუციშვილმა გარდასახა.
ევროპის ჩემპიონი შოტლანდიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში იტალიის გუნდს მოუგო
საქართველო-გერმანია 40:0
საქართველო (15-9) აფციაური (ნიკოლავა 62), გიორგაძე (ნათელაშვილი 65), მჭედლიძე, შარიქაძე, ფრუიძე, ბასილაია, ხუციშვილი (თუთბერიძე 65). (1-8) თეთრაშვილი (ასათიანი 61), ხიდეშელი (ლომთაძე 39), ახობაძე (ჯიბლაძე 61), სორდია, მარდალეიშვილი, შუბითიძე, ოლქიაშვილი (მოსეშვილი 45), სუხაშვილი.
6ლ: ხუციშვილი, შარიქაძე, ახობაძე, მარდალეიშვილი, ბასილაია (2). 5გ: ხუციშვილი.
ევრიპის ჩემპიონატი
VII ადგილისთვის
რუმინეთი-რუსეთი 11:3
V ადგილისთვის
პორტუგალია-ბელგია 10:5,
III ადგილისთვის
საქართველო-გერმანია 40:0
ფინალი
შოტლანდია-იტალია 17:12
საბოლოო მდგომარეობა
1.შოტლანდია, 2. იტალია, 3. საქართველო, 4. გერმანია, 5. პორტუგალია, 6. ბელგია, 7. რუმინეთი, 8. რუსეთი.
ევროპაში მე 7დეები ვიქნებით ყოველთვის(1-2 შემთხვევით გამარჯვება არ ითვლება სტატისტიკისთვის)მსოფლიოში მე15 !
ესეც მიღწევაა და მადლიერები უდა ვიყოთ
ყოცჩაღ ,ბიჭებო,მაგრები ხართ!!ცოტა უკეთესი სავარჯიშო პირობები რომ გქონდეთ, პირველები იქნებოდით!
ნამდვილი მეომრები ხართ.
გილოცავთ!!!!!!!!!