საქართველოს ნაკრებმა მორაგბეთა მსოფლიო ალაფზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა თბილისში მიმდინარე 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ალაფზე პირველი გამარჯვება მოიპოვა .

ტურნირის ფარგლებში დღეს საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა კანადის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა.

ქართველმა მორაგბეებმა მეტოქე 29 ქულის სხვაობით ანგარიშით 38:9 დაამარცხეს. მათ კანადელ მორაგბეებს 4 ლელო დაუდეს, ასევე ზუსტად შეასრულეს სამი გარდასახვა და 4 საჯარიმო დარტყმა.
კანადელებმა ქართველებს მხოლოდ სამი ჯარიმით უპასუხეს და შესაბამისად საბოლოოდ მატჩის ანგარიში 38:9 დაფიქსირდა.

ქართველ მორაგბეთაგან ყველაზე შედეგიანი იყო ბახვა კობახიძე, რომელმაც ზუსტად შეასრულა ყველა საჯარიმო დარტყმა და სამი გარდასახვა.

შემდეგ შეხვედრას 20
წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ალაფას ფარგლებში საქართველოს ნაკრები 28 მაისს ზიმბაბვეს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ადამიანის შებრალება თქვენ არ იცით და სტუმრის პატივისცემა! არ გრცხვენიათ?! არ შეგეცოდათ ის ბავშვები, ცხარე ცრემლებით რომ ტიროდნენ წაგების მერე?! ... ეს ხუმრობით, რასაკვირველია... მაგრები ხართ შვილებო, არწივები! სულ
ასე მაღლა გეფრინოთ, თქვენ გენაცვალეთ!
David
23:05 24-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული