"შავ ზღვაზე" უკრაინას 68:0 ვძლიეთ

AutoSharing Option
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დაიწყო შავი ზღვის თასის გათამაშება 17-წლამდელ მორაგბეთა შორის. საქართველოს ნაკრები ამ შეჯიბრებაში საასპარეზოდ დავით ჩავლეიშვილისა და მამუკა ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით გაემგზავრა. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველი შეხვედრა უკრაინელ თანატოლებთან გამართეს და დიდი ანგარიშით 68:0 დაამარცხეს.

ჩვენმა გუნდმა მეტოქეს ათი ლელო გაუტანა, აქედან ორ-ორი მურაზ გიორგაძის, ლაშა ლაშხიას და თეიმურაზ თუთბერიძისა ანგარიშზეა, თითო ლელო მიითვალეს გიორგი ნათელაშვილმა, ალექსანდრე ცისკარიშვილმა, გიორგი აფციაურმა და გიორგი ფრუიძემ. აფციაურმა ცხრა გარდასახვა გამოიყენა.

ჩვენი მორაგბეები ფინალში, 25 ივნისს მასპინძელთა გუნდს დაუპირისპირდებიან, რომლებმაც რუს თანატოლებს 17:9 მოუგეს.
აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების თამაშის წუთიერი დუმილით დაიწყო. გასულ უქმეებზე საწვრთნელი შეკრებისას რუმინეეთის 17-წლამდელთა გუნდის მორაგბე ადრიან რუტი ტბაში დაიხრჩო.

საქართველო-უკრაინა 68:0
საქართველო: 15. გიორგი აფციაური, 14. მურაზ გიორგაძე, 13. ლაშა ლაშხია, 12. გიორგი ნათელაშვილი, 11. გიორგი ფრუიძე, 10. რევაზ ჯინჩელაშვილი, 9. რევაზ ბროძელი. 1. რამაზ მაზმიშვილი, 2. ბექა პირიაშვილი, 3. ალექსანდრე ცისკარიშვილი, 4. მიხეილ მასხარაშვილი, 5. შალვა შაშიაშვილი, 6. საბა შუბითიძე, 7. გიორგი გოგლიძე, 8. შოთა თევზაძე.
16. მიხეილ ბოდოკია, 17. ბექა ყარაგეზოვი, 18. გიორგი სალაძე, 19. ონისე მოგელაშვილი, 20. თეიმურაზ თუთბერიძე, 21. იოსებ ტუკვაძე, 22. ილია მელაძე, 23. დევი დევსურაშვილი, 24. ზურაბ ცუცქირიძე.
10ლ: გიორგაძე (2), ლაშხია (2), თუთბერიძე (2), ნათელაშვილი, ცისკარიშვილი, აფციაური, ფრუიძე. 9გ: აფციაური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული