ცხრამეტწლამდელთა ტურნირში 2012 წლის მსოფლიოს ალაფის საგზურის მფლობელის ვინაობა გაირკვევა. აქ ჩვენს ნაკრებს პირველბას შეეციელბიან რუმინეთის, პორტუგალიის, ბელგიის, რუსეთის, ესპანეთის, შვეიცარიისა და ჰოლანდიის ნაკრებები.
საქართველოს ნაკრები, როგორც შარშანდელი შეჯიბრის გამარჯვებული პირველ ნომრადაა განთესილი და მეოთხედფინალში მერვე ნომრად განთესილ შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთვევაში კი, ნახევარფინალში რუმინეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს ეთამაშება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები შოტლანდიელი მწვრთნელის იან სმიტის ხელმძღვანელობით ემზადება. მას
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა წლეულს, ივნისში ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო ტურნირი, "შავის ზღვის თასის" გათამაშება მოიგო, რომელშიც რუსეთის, რუმინეთისა და უკრაინის ნაკრებებიც ასპარეზობდნენ.
ამჯერად ჩვენი მორაგბეები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ, რომელიც ბუქარსტში ერთწრედ ჩატარდება. საქართველოს ნაკრებს მეტოქეობას ბელგიის, პორტუგალიისა და რუმინეთის ნაკრებები გაუწევენ.
17-წლამდელთა ნაკრებს დავით ჩავლეიშვილი და მამუკა ტყეშელაშვილი წვრთნიან.
ევროპის ჩემპიონატი, U-19, მეოთხედფინალი
საქართველო-შვეიცარია, რუმინეთი-პორტუგალია, ბელგია-ჰოლანდია, რუსეთი-ესპანეთი
ევროპის ჩემპიონატი. U-17
29 ოქტომბერი
საქართველო-რუმინეთი, ბელგია-პორტუგალია
3 ნოემბერი
საქართველო-ბელგია, რუმინეთი-პორტუგალია
5 ნოემბერი
საქართველო-პორტუგალია, რუმინეთი-ბელგია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"