წინ ექვსი ერისკენ!

AutoSharing Option
დღეს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში მასპინძელთა გუნდს დაუპირისპირდება. უმცროსი "ბორჯღალოსნების" მიზანი ამ შეჯიბრებაში გამარჯვება და მომავალ წელს ექვსი ერის ქვეყნების გუნდებთან ასპარეზობაა.

აღსანიშნავია, რომ ამის უფლებას ბუქარესტის შეჯიბრებაში გამოვლენილო ორი საუკეთესო გუნდი მიიღებს. რუმინელთა გარდა ჩვენების მეტოქეები იქნებიან ბელგიისა და პორტუგალიის ნაკრებები.

ტურნირი ერთ წრედ ჩატარდება. ქართველი მორაგბები ბელგიის ნაკრებს 1 ნოემბერს დაუპირისპირდებიან, პორტუგალის კი სამი დღის შემდეგ.

საქართველოს ნაკრები
რამაზ მაზმიშვილი, საბა შუბითიძე, გიორგი გოგლიძე, ბადრი ალხაზიშვილი, უჩა გურგენიძე, ილია მელაძე (ყველა-აკადემია), ბექა
ფირიაშვილი (ყოჩები), ალექსანდრე ცისკარიშვილი, გიორგი აფციაური (ორივე-თიბისი), ნიკა ამაშუკელი, მიხეილ მასხარაშვილი, შოთა თევზაძე, ონისე მოგელაშვილი (ოთხივე-ჯიქები), ზაურ ხარებავა (რაინდები), საბა ჩიხლაძე, ლაშა ლაშხია (ორივე-ლელო), შალვა შაშიაშვილი, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი ფრუიძე (სამივე-აია), გიორგი მარველანი, ვახტანგ ამირანაშვილი (ორივე-ივერია), რევაზ ბროძელი (არმაზი), ფარნავაზ გასვიანი (ლოკომოტივი), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), მურაზ გიორგაძე (ვეფხვები), დევი დევსურაშვილი (ხულიგანა).

ევროპის ჩემპიონატი, U-18
29 ოქტომბერი
საქართველო-რუმინეთი, პორტუგალი-ბელგია

1 ნოემბერი

საქართველო-ბელგია, რუმინეთი-პორტუგალია

4 ნოემბერი
საქართველო-პორტუგალია, რუმიენთი-ბელგია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული