19-წლამდელებმა შვეიცარიასთან ივარჯიშეს

AutoSharing Option
ბუქარესტშივე მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდელთა შორის. აქ ორი საუკეთესო გუნდი მომავალ წელს "მსოფლიო ალაფაზე" ითამაშებს. საქართველოს ნაკრების მეტოქე მეოთხედფინალში ტურნირის დებიუტანტი შვეიცარიის ნაკრები იყო, რომელსაც უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შანსი არ დაუტოვეს და დიდი ანგარიშით 50:0 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების მორიგი მეტოქე ნახევარფინალში რუმინეთის გუნდი იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებს 32:17 მოუგო.

ევროპის ჩემპიონატი, U-19. მეოთხედფინალი
საქართველო-შვეიცარია 50:0, რუსეთი-ესპანეთი 15:8, რუმინეთი-პორტუგალია 32:17, ბელგია-ჰოლანდია 7:10.

ნახევარფინალი. 2 ნოემბერი
საქართველო-რუმინეთი, რუსეთი-ჰოლანდია

საქართველოს ნაკრები, U-19:
თორნიკე ჯიბლაძე, დავით ხიდეშელი, საბა ნიკოლავა (სამივე-თიბისი), ვახი ახობაძე, გიორგი
თეთროშვილი (ორივე-ალბი), არჩილ ბეჟიაშვილი მინდია ელგუჯაური (ორივე-ყოჩები), სანდრო ქოიავა, ელგუჯა სურგულაძე, დაჩი კოპაძე (სამივე-ლელო), გურამ შენგელია (ჯიქები), ვახტანგ რაფავა (ნატალ შარქსი), ვაჟა ხუციშვილი, გიორგი ბასილაია (ორივე-ხარები), ნიკო ჯინჭველაშვილი, ზურაბ ძნელაძე, ნოდარ მარდალეიშვილი, გიორგი ზიბზიბაძე (ოთხივე-აია), გიორგი ბიწაძე (ლოკომოტივი), მერაბ შარიქაძე, ლევან გოგოლაშვილი (ორივე-აკადემია), გიორგი ლომთაძე (ბრეთფორდი), ბექა მამრიკიშვილი, ზაზა ნავროზაშვილი (ორივე-არმია), ლაშა სირაძე, გიორგი მისრიაშვილი (ორივე-არმაზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული