"პატარა ბორჯღალოსნებმა" მეორე ტურის მატჩში ბელგიელ თანატოლებს სძლიეს - 27:6 და მომავალ წელს ევროპის ელიტურ, ექვსი ერის ქვეყნებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ასპარეზობის დასრულებმადე ერთი ტურით ადრე გაინაღდეს.
ქართველმა მორაგბეებმა, ისევე როგორც პირველ შეხვედრაში მასპინძელთა გუნდს, ბელგიელებსაც ყველაფერში აჯობეს. ჩვენებმა მეტოქეს პირველ ტაიმში სამი ლელო გაუტანეს და შეხვედრა 22:6 მოიგეს.
მეორე ნახევარში კი მთავარი მიზანი თუნდაც ერთი ლელოს გატანა იყო, რაც სატურნირო ცხრილში დამატებით ერთ პრემიალურ
ტურნირის მეორე შეხვედრაში მასპინძლებს ყველასათვის მოულოდნელად პორტუგალიის ნაკრებმა დამაჯერებლად 27:3 მოუგო და ჩვენი ნაკრების მსგავსად ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვა.
ბოლო ტურში ქართველი მორაგბეები სწორედ პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გავალთ და მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში ინგლისის, უელსისა და იტალიის ნაკრებებთან ვითამაშებთ. თუ წავაგეთ მაშინ მეორე ადგილს დავჯერდებით და A ჯგუფში ირლანდიის, საფრანგეთისა და შოტლანდიის ნაკრებებთან მოგვიწევს ასპარეზობა.
საქართველო-ბელგია 27:9
საქართველო (15-9) ფრუიძე, ამაშუკელი (გურგენიძე 49), ლაშხია, ჩიხლაძე, მოგელაძე, გოგლიძე, ბროძელი (ნათელაშვილი 59). (1-8) ხარებავა, ფირიაშვილი, ცისკარიშვილი, მაზმიშვილი, მასხარაშვილი (ჯინჭველაშვილი 52), შაშიაშვილი (ამირანაშვილი 47), გასვიანი.
4ლ: თევზაძე (2), ლაშხია, შაშიაშვილი. 2გ,ს: ბროძელი
ევროპის ჩემპინატი. U-18
II ტური
საქართველო-ბელგია 27:9, პორტუგალია-რუმინეთი 27:3
სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო - 10 ქულა, 2. პორტუგალია - 8, 3. ბელგია - 1, 4. რუმინეთი - 0.
III ტური, 4 ნოემბერი
საქართველო-პორტუგალია, რუმინეთი-ბელგია
ელიტური
A ჯგუფი: ირლანდია, საფრანგეთი, შოტლანდია (II ადგილზე გასული)
B ჯგუფი: ინგლისი, უელსი, იტალია (I ადგილზე გასული).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"