"პატარა ბორჯღალოსნების" ბოლო თამაში ელიტის წინ

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ბოლო, მესამე შეხვედრას გამართავენ. "პატარა ბორჯღალოსნებმა" განვლილ ორ შეხვედრაში შესანიშნავად იასპარეზეს, ორივე მოიგეს და მომავალ წელს ელიტაში, ექვსი ერის გათამაშებაში მონაწილე ქვეყნების 18-წლამდელთა ნაკრებებთან ერთად იასარეზებს.

შეგახსენებთ, ჩვენმა მორაგბეებმა პირველ მატჩში დიდი სათამაშო უპირატესობის წყალობით მასპინძელთა ნაკრები დაამარცხეს - 27:6. ქართველმა მორაგბეებმა ოთხი ლელო გაიტანეს და ერთი პრემიალური ქულა მიიღეს. ასევე ოთხი ლელო გაუტანეს ჩვენმა ბიჭებმა ბელგიის ნაკრებს - 27:9.

ბოლო მეტოქე პორტუგალიის ნაკრებია, რომელსაც ასევე ორი მოგება და გაისად ელიტაში თამაშის
უფლება განაღდებული აქვს. ამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გავალთ და მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში ინგლისის, უელსის და იტალიის ნაკრებებთან ვითამაშებთ. თუ წავაგეთ მაშინ მეორე ადგილს დავჯერდებით და A ჯგუფში ირლანდიის, საფრანგეთისა და შოტლანდიის ნაკრებებთან მოგვიწევს ასპარეზობა.

საქართველოს ნაკრები
რამაზ მაზმიშვილი, საბა შუბითიძე, გიორგი გოგლიძე, ბადრი ალხაზიშვილი, უჩა გურგენიძე, ილია მელაძე (ყველა-აკადემია), ბექა ფირიაშვილი (ყოჩები), ალექსანდრე ცისკარიშვილი, გიორგი აფციაური (ორივე-თიბისი), ნიკა ამაშუკელი, მიხეილ მასხარაშვილი, შოთა თევზაძე, ონისე მოგელაშვილი (ოთხივე-ჯიქები), ზაურ ხარებავა (რაინდები), საბა ჩიხლაძე, ლაშა ლაშხია (ორივე-ლელო), შალვა შაშიაშვილი, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი ფრუიძე (სამივე-აია), გიორგი მარველანი, ვახტანგ ამირანაშვილი (ორივე-ივერია), რევაზ ბროძელი (არმაზი), ფარნავაზ გასვიანი (ლოკომოტივი), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), მურაზ გიორგაძე (ვეფხვები), დევი დევსურაშვილი (ხულიგანა).

ევროპის ჩემპინატი, U-18. III ტური, 4 ნოემბერი
საქართველო-პორტუგალია, რუმინეთი-ბელგია

სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო - 10 ქულა, 2. პორტუგალია - 8, 3. ბელგია - 1, 4. რუმინეთი - 0.

ელიტური
A ჯგუფი: ირლანდია, საფრანგეთი, შოტლანდია (II ადგილზე გასული)
B ჯგუფი: ინგლისი, უელსი, იტალია (I ადგილზე გასული).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აჯობებს რომ დავმარცხდეთ და მე2 ადგილს დავჯერდეთ!
vova
15:30 04-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული