ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, პირველად გაიმართება ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ქვეყნების წარმომადგენელ თანატოლებთან იასპარეზებს.
თავდაპირველად შეჯიბრებაში მონაწილე რვა გუნდი ორ ჯგუფში გაანაწილეს. "უმცროს ბორჯღალოსნებს" ინგლისის, უელსისა და იტალიის ნაკრებებთან უნდა ეთმაშათ, თუმცა მოგვიანებით ორგანიზატორებმა ტურნირის ფორმატი შეცვალეს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრები
მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში მეტოქე უელსისა და იტალიის ნაკრებებს შორის მოგებულს ეთამაშება. ამავე წყვილში წაგებულთან ვითამაშებთ მაშინაც, თუ
ამ მგუნდების გარდა ევროპის ჩემპიონატზე ირლანდიის, შოტლანდიის, საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებებიც იასპარეზებენ.
საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელის ილია მაისურაძის ხელმძღვანელობით, რომელიც ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელიცაა, მზადებას "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" იანვრიდან შეუდგა. ჩვენი გუნდი 19 მარტს საფრანგეთში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე წვრთნას იქ განაგრძობს, იქვე იგეგმება რამდენიმე საკონტროლო შეხვედრის გამართვაც.
დღესდღეობით, ილია მაისურაძის განკარგულებაში 33 მორაგბეა. აღსანიშნავია, რომ გუნდში საკმაოდ ბევრი მორაგბეა რეგიონიდან. ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების შანსი, თბილისელ მორაგბეებთან ერთად ქუთაისელ, ფოთელ, რუსთაველ, თელაველ და პატარძეულელ
მოთამაშეებსაც აქვთ.
მაისურაძეს ასისტენტობას უწევენ ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელები ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი და ირაკლი ჭყონია.
საქართველოს ნაკრები
ლექსო ცისკარიშვილი (თბილისი), მიხეილ ზურიკაშვილი, გიორგი ნათელაშვილი, გიორგი მღებრიშვილი (სამივე-ხარები), ბადრი ალხაზიშვილი, ილია მელაძე, გიორგი გოგლიძე, საბა შუბითიძე (ოთხივე-აკადემია), ბექა ფირიაშვილი, სოსო ტუკვაძე (ორივე-ყოჩები), გიორგი მარგველანი, ვახტანგ ამირანაშვილი (ორივე-ივერია), მიხეილ მასხარაშვილი, შოთა თევზაძე, ონისე მოგელაშვილი, ნიკა ამაშუკელი, ლაშა ნადირაძე (ხუთივე-ჯიქები), ფარნა გასვიანი (ლოკომოტივი), გიორგი აფციაური (უნივერსიტეტი), ლაშა ლაშხია, საბა ჩიხლაძე, ზურა ჯულაყიძე (სამივე-ლელო), რეზო ბროძელი (არმაზი), გიორგი ტალახაძე, დევი დევსურაშვილი (ორივე-ხულიგანა), მურაზ გიორგაძე (ვეფხვები), ზურა ხარებავა (რაინდები), შალვა შაშიაშვილი, თეიმურაზ თუთბერიძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი ფრუიძე, იოსებ კიკვიძე (ხუთივე-აია), ვანო ბერიკაშვილი (თელავი).
ევროპის ჩემპიონატი. 30 მარტი
მეოთხედფინალი
საქართველო-ინგლისი, ირლანდია-პორტუგალია, უელსი-იტალია, საფრანგეთი-შოტლანდია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"