საქართველო VS ინგლისი - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ევროპის ელიტაში

AutoSharing Option
30 მარტს, თბილისის დროით 12:40 სთ-ზე, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ეს შეჯიბრება პირველად ტარდება და ექსპერიმენტულია. ევროპის ელიტური ექვსი ქვეყნის 18-წლამდელთა გუნდს შარშან გამართულ შესარჩევ ტურნირში ორი საუკეთესო, საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები დაემატა.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მადრიდში საფრანგეთიდან გაემგზავრნენ, სადაც "კლერმონის" ბაზაზე საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდნენ. ჩვენმა ნაკრებმა აქ ერთი საწვრთნელი შეხვედრა გამართა "კლერმონის" 19-წლამდელთა გუნდთან და 17:0 მოიგო.

საქართველოს 18-წლამდელთა გუნდის მეტოქე ინგლისის ნაკრები ამ ტურნირის ფავორიტია და ჩვენს მორაგბეებს უმძიმესი
ბრძოლა მოელით.

გამარჯვების შემთხვევაში მომავალი მეტოქე უელსისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება. ამავე წყვილში ხელმოცარული გვერგება მოწინააღმდეგედ, თუ ინგლისელებთან ვერას გავხდებით.

U-18. ევროპის ჩემპიონატი
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ბექა ფირიაშვილი (ყოჩები), ბადრი ალხაზაშვილი (აკადემია), მიხეილ ზურიკაშვილი (ხარები), ლექსო ცისკარიშვილი (არმია), ზურაბ ხარებავა (რაინდები), გიორგი მარგველანი (ივერია).
მეორე ხაზი: გიორგი სორდია (საფ), მიხეილ მასხარაშვილი (ჯიქები), შალვა შაშიაშვილი (აია).
მესამე ხაზი: საბა შუბითიძე, გიორგი გოგლიძე (ორივე-აკადემია), ვახტანგ ამირანაშვილი (ივერია), ონიეს მოგელაშვილი (ჯიქები), ფარნავაზ გასვიანი (ლოკომოტოვი).
#9: რევაზ ბროძელი (არმაზი),
#10: იოსებ ტუკვაძე (ყოჩები), გიორგი ტალახაძე (ხულიგანა).
#12-13: ნიკა ამაშუკელი (ჯიქები), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), მურაზ გიორგაძე (ვეფხვები).
#11-14: დევი დევსურაშვილი (ხულიგანა), იოსებ კიკვაძე, გიორგი ფრუიძე (აია).
#15: გიორგი აფციაური (არმია).

ევროპის ჩემპიონატი
30 მარტი
საქართველო-ინგლისი, ირლანდია-პორტუგალია, უელსი-იტალია, საფრანგეთი-შოტლანდია

3 აპრილი
ნახევარფინალი

7 აპრილი
ფინალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხო არ იცით თამაშის ყურება ან ლაივ ანგარიშების გაგება მაინც სად შეიძლება?
0

სიახლეები პოპულარული