U20 საქართველო-იაპონია 33:36 - იაპონია ისევ დაუძლეველი ბარიერია

AutoSharing Option
"მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრებმა იაპონიის გუნდს ვერაფერი დააკლო და 33:36 დამარცხდა.

შესაბამისად, ფინალში, რომელშიც გამარჯვებული მომავალ წელს საფრანგეთში გასამართი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, იაპონიის ნაკრები გავიდა.

"ყველაზე მეტად ის მაღელვებს, რომ განვლილ მატჩებში მეტოქეებს ძალიან იოლად ვაძლევდით ჩვენი ჩათვლის მოედანში შეღწევის უფლებას.

როგორც ჩანს, მეტი უნდა ვიმუშავ
ოთ დაცვაში თამაშის დახვეწასა და ბოჭვების ხარისხზე. ჩვენი თამაშის ინტენსივობა მთელი მატჩის განმავლობაში უნდა იყოს ასი პროცენტი.

წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი გუნდის დამარცხება გაგვიჭირდება"
- თქვა მატჩის წინ იაპონიის
ნაკრების მწვრთნელმა რუძი აკატაკემ.

როგორც ჩანს, ჩვენი მეტოქის თავკაცმა სერიოზული სამუშაო ჩაატარა. ყოველ შემთხვევაში, ამომავალი მზის ქვეყნის შვილები იმ გუნდს, რომელმაც პირველ ორ მატჩში ზიმბაბვესა და კანადას გაჭირვებით მოუგო, არაფრით ჰგავდა.

თამაში ჩვენმა მორაგბეებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე შეტევა მე-5 წუთზე ლელოთი დაასრულეს.

შერკინება იაპონიის ნაკრების სასარგებლოდ მათსავე 22-მეტრიან ზონაში დაინიშნა. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეტოქე აშკარად დაჯაბნეს, ბურთი აართვეს და მესამეხაზელმა ლაშა ლომიძემ ათი მეტრი გაიარა.

მორკინალთა ორი მოკლე დარტყმის შემდეგ ცხრა ნომერმა ვაჟა ხუციშვილმა მარცხენა გრძელ ფრთაზე გაათამაშა და კიდესთან ახლოს გარემარბმა ზურაბ ძნელაძემ ლელო გაიტანა. ფულბეკმა საბა ნიკოლავამ ვერ გარდასახა - 5:0.

ამის შემდეგ პირველი ტაიმის ბოლომდე უპირატესობას იაპონელები ფლობდნენ. მათ ოთხი ლელო გაგვიტანეს, რომელთაგან სამი გარდასახეს და ერთი საჯარიმოც ზედ მიაყოლეს. შედეგად პირველი ნახევარი მეტოქემ 24 ქულის სხვაობით - 29:5 მოგვიგო.

ვერ ვიტყვით, რომ იაპონელებმა დაცვაში თამაში გამოაკეთეს და ამიტომ დაგვჩაგრეს. არა, დაცვაში გარჯა მათ არც დასჭირვებიათ. ჩვენმა მორაგბეებმა საკუთარი დერეფანი ხუთჯერ წააგეს, რამდენჯერმე შეტევისას ბურთი ხელიდან გაუვარდათ და შესაბამისად, იაპონიის ნაკრები სულ შეტევაში იყო.

იმის თქმაც არ შეიძლება, რომ ისინი რაიმე განსაკუთრებულს აკეთებდნენ. ძალიან მარტივად, ბურთი ფეხით ჩვენი მოედნის ნახევარზე გადმოჰქონდათ. დერეფანს სუფთად იგებდნენ, მოლის მიძალების შემდეგ მორკინალები მოკლე დარტყმებს ახორციელებდნენ და ჩვენს მორაგბეებს გვარიანად რომ მოღლიდნენ და რაკში უხვად ჩაითრევდნენ, ბურთს ხაზზე უშვებდნენ. ასე გაგვიტანეს თითქმის ოთხივე ლელო.

მეორე ტაიმი, პირველის მსგავსად, ისევ კარგად დავიწყეთ და ორ წუთში იაპონელთა ჩათვლის მოედნის აღება შევძელით. მოედნის ცენტრში მორკინალთა რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ მეტოქის ხაზი ელგუჯა სურგულაძემ გაჭრა და ბურთი ფულბეკ საბა ნიკოლავას გაატანა. ამას გარემარბი ზურაბ ძნელაძე წამოეშველა და მეორე ლელო მიითვალა. ნიკოლავამ ამჯერად გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 12:29.

ეს ანგარიში 65-ე წუთამდე შენარჩუნდა. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეტოქის 22-მეტრიან ზონასთან აუტი მოიგეს და მოლი შეკრეს, თხუთმეტი მეტრი გაიარეს და სურგულაძემ მოულოდნელად მოკლე ფრთიდან შეუტია. მისი შეჩერება მეტოქემ ვერ მოახერხა. ნიკოლავამ გარდასახა - 19:29.

მატჩის გადარჩენის შანსი გაჩნდა, თუმცა იაპონელებმა ერთ წუთში საპასუხო ლელო გაგვიტანეს, რაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩვენი გუნდისთვის საბედისწერო გამოდგა - 36:19.

მატჩის დასრულებამდე დარჩენილ დროში შეცვლაზე შესულმა შერკინების კვაჭმა დავით ხიდეშელმა იყოჩაღა. მან ორი ლელო გაიტანა. აქედან ერთი - ბოლო წუთზე. ასევე შეცვლაზე შესულმა შუამარბმა თამაზ მჭედლიძემ კი ორივე გარდასახა და მატჩი სამი ქულის სხვაობით დავთმეთ - 33:36.

საქართველო-იაპონია 33:36
საქართველო. 15. საბა ნიკოლავა, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. მერაბ შარიქაძე, 12. გიგა გაგოშვილი, 11. ლევან გაგოშვილი, 10. გოდერძი ჯინჭარაული, 9. ვაჟა ხუციშვილი. 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. ვაჟა თაგაური, 3. ზაზა ნავროზაშვილი, 4. მინდია ელგუჯაური, 5. სანდრო ქოიავა, 6. ელგუჯა სურგულაძე, 7. ბექა მამრიკიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.
16. არჩილ ბეჟიაშვილი, 17. დავით ხიდეშელი, 18. ვახტანგ ახობაძე, 19. გურამ შენგელია, 20. გიორგი მისრიაშვილი, 21. გიორგი ბასილაია, 22. თამაზ მჭედლიძე.
5ლ: ძნელაძე (2), ხიდეშელი (2), სურგულაძე. 5გ: ნიკოლავა (2), მჭედლიძე (2).
სინბინი: ჯინჭარაული.

A ჯგუფი
კანადა-ზიმბაბვე 66:45

სატურნირო მდგომარეობა
1. იაპონია - 15 ქულა, 2. საქართველო - 10, 3. კანადა - 7, 4. ზიმბაბვე - 2.

30 ივნისი
VII ადგილისთვის
ზიმბაბვე-რუსეთი

V ადგილისთვის
კანადა-ჩილე

III ადგილისთვის
ტონგა-საქართველო

ფინალი
იაპონია-აშშ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U20. საქართველო-ზიმბაბვე 43:7 - ერთი ნაბიჯი ფინალამდე
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ნეკერჩხალი დაბერტყეს
მკითხველის კომენტარები / 6 /
იაპონიის ნაკრების შემადგენლობას რატომ არ წერთ?
日本
14:40 06-07-2012
0
იცი რა იმედა როცა არც დაფინანსება გაქვს არც სტადიონები არც ელემენტარული პირობები სავარჯიშოდ და სათამაშოდ მოდი რა ჯერ ამას მიხედე და მერე იოცნებე ელიტაში გადასვლასა თუ ბობოლებში გარევაზე ამ ქვეყანაში ყველაფერს უკუღმა რომ ვიწყებთ და გავკივივართ არიქა ყველას ყველაფერში გადაუსწარითო იმიტომ ვაგებთ ყველასთან ყველაფერს
koka
19:13 27-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული