უმცროსი "ბორჯღალოსნები" საევროპოდ ემზადებიან

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ოქტომბერში პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც გაისად გასამართი "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" შესარჩევი ტურნირია.

შეგახსენებთ, რომ "ალაფი", თავის მხრივ, 2014 წელს გასამართი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრებაა.

წლეულს აშშ-ში, "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ და, შესაბამისად, 2013 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სწორედ ისინი იასპარეზებენ. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" კი ამ უფლების მოსაპოვებლად ბრძოლა თავიდან უნდა დაიწყონ.

პირველ ეტაპზე ჩვენს მორაგბეებს ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება მართებთ. აქ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეობას ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებები გაუწევენ. ამ ჯგუფში
გამარჯვებული B ჯგუფის საუკეთესოს ფინალში დაუპირისპირდება. აქ პირველობას ერთმანეთს პორტუგალიის, რუსეთისა და ბელგიის ნაკრებები შეეცილებიან.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, შოტლანდიელი იან სმიტის ხელმძღვანელობით, მზადებას დიდი ხანია შეუდგა. "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გუნდის გაფართოებული შემადგენლობა ემზადება.

გუნდში შვიდი ლეგიონერია, რომლებიც ნაკრებს მოგვიანებით, სავარაუდოდ, საფრანგეთში გასამართ საწვრთნელ შეკრებაზე შეუერთდებიან.

ესენია: თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი), გიორგი თეთრაშვილი, ვახტანგ ახობაძე (ორივე-ალბი), გიორგი სულუაშვილი (სტრასბურგი), კახა უგულავა, მინდია ელგუჯაური (ორივე-ტულონი) და გიორგი შარაშიძე (კლერმონი).

საქართველოს ნაკრები
I ხაზი: თეთრაშვილი გიორგი, ვახტანგ ახობაძე (ორივე-ალბი), ჩხატარაშვილი ლუკა (ხულიგანა), ბექა ფირიაშვილი, ჭაბუკა ჭიღლაძე (ორივე-ყოჩები), დავით ხიდეშელი (ლელო), გიორგი მარგველანი (ივერია), გიორგი სულუაშვილი (სტრასბურგი), კახა უგულავა, მინდია ელგუჯაური (ორივე-ტულონი), გიორგი შარაშიძე (კლერმონი), თორნიკე ჯიბლაძე (არმაზი).
II ხაზი: გიორგი მჭედლიშვილი, მიხეილ მასხარაშვილი (ორივე-ჯიქები), ტარიელ სიდამონიძე (არმია), ვანო ბერიკაშვილი (აკადემია),
III ხაზი: გურამ გოგიძე (ხულიგანა), ვახტანგ ამირანაშვილი (ივერია), გიორგი გეგია, ფარნა გასვიანი (ორივე-ლოკომოტივი), ონისე მოგელაშვილი (ჯიქები), თორნიკე გოგოლაძე (არმია), გიორგი გოგლიძე (აკადემია), შალვა შაშიაშვილი (აია).
#9: ირაკლი ლოლუა (ლელო), ლაშა ნადირაძე (ჯიქები), რევაზ ბროძელი (არმაზი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: გიორგი ბასილაია (ხარები), მიხეილ დიდიძე (ხულიგანა).
#12-13: ნიკა ამაშუკელი (ჯიქები), ილია მელაძე (აკადემია), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), გიორგი კოდუა (თიბისი), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი).
#11-14: ზურაბ ბაკურაძე (ხულიგანა), ბექა ტორაძე, გიორგი ფრუიძე (ორივე-აია), მურაზ გიორგაძე (ვეფხვები), გიორგი პინაიშვილი (არმაზი).
#15: გიორგი აფციაური, საბა ნიკოლავა (ორივე-არმია).

A ჯგუფი: საქართველო, ესპანეთი, რუმინეთი.
B ჯგუფი: პორტუგალია, რუსეთი, ბელგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა თქვენ იცით ბიჭებო!!!
glaxuna
12:07 13-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული