"უმცროს ბორჯღალოსნებს", ცხადია, პირველობისთვის ბრძოლა მოუწევთ, თუმცა, თუ 19-წლამდელები მომავალ წელს გასამართი "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" საგზურისთვის იბრძოლებენ.
17-წლამდელებს ევროპის ელიტური ქვეყნების გუნდებთან ერთად თამაშის უფლება აქვთ მოსაპოვებელი.
ჩვენი 19-წლამდელთა გუნდისთვის წლეულს, უწინდელთან შედარებით, მდგომარეობა გართულებულია. თუ აქამდე "ალაფის" ორი საგზური თამაშდებოდა, ახლა მხოლოდ ერთი გათამაშებაა და მას გამარჯვებული მოიპოვებს.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ მსოფლიოს ბოლო ახალგაზრდულ ჩემპიონატში ხელმოცარული ევროპული გუნდი იტალია
პორტუგალიაში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, რომელსაც შოტლანდიელი იან სმიტი წვრთნის, A ჯგუფში ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. B ჯგუფში კი პორტუგალია, რუსეთი და ბელგია იასპარეზებენ. ფინალში "ალაფის" საგზურისთვის ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასული გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
იან სმიტმა პორტუგალიაში 26 მორაგბე იახლა. ამათგან ხუთი ლეგიონერია. ესენია: გიორგი თეთრაშვილი, ვახტანგ ახობაძე (ორივე-ალბი), გიორგი შარაშიძე (კლერმონი), გიორგი სულუაშვილი (სტრასბური) და მინდია ელგუჯაური (მასი).
საქართველოს ნაკრები, U-19
გიორგი თეთრაშვილი, ვახტანგ ახობაძე (ორივე-ალბი), გიორგი შარაშიძე (კლერმონი), გიორგი მარგველანი, ვახტანგ ამირანაშვილი (ორივე-ივერია), დავით ხიდეშელი, ირაკლი ლოლუა (ორივე-ლელო), გიორგი სულუაშვილი (სტრასბური), თორნიკე ჯიბლაძე, რევაზ ბროძელი (ორივე-არმაზი), მინდია ელგუჯაური (მასი), გიორგი მჭედლიშვილი, ონისე მოგელაშვილი, ნიკოლოზ ამაშუკელი (სამივე-ჯიქები), გიორგი გეგია, ფარნა გასვიანი (ორივე-ლოკომოტივი), თორნიკე გოგოლიძე, გიორგი აფციაური, საბა ნიკოლავა (სამივე-არმია), შალვა შაშიაშვილი, გიორგი ფრუიძე (ორივე-აია), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), გიორგი თუთბერიძე (ბაგრატი), მურაზ გიორგაძე (ვეფხვები), გიორგი კოდუა (თიბისი), ილია მელაძე (აკადემია).
A ჯგუფი: საქართველო, ესპანეთი, რუმინეთი.
B ჯგუფი: პორტუგალია, რუსეთი, ბელგია.
27 ოქტომბერი
საქართველო-ესპანეთი
31 ოქტომბერი
საქართველო-რუმინეთი
4 ნოემბერი
ფინალი
* * *
როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიაში მომავალ წელს ევროპის ელიტაში თამაშის უფლების მოსაპოვებლად იბრძოლებს.
ჩვენი გუნდის მეტოქეები აქ გერმანიის, ბელგიისა და პორტუგალიის ნაკრებები იქნებიან. ევროპის ჩემპიონატზე ელიტაში თამაშის უფლებას ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.
მწვრთნელებმა დავით ჩავლეიშვილმა და მამუკა ტყეშელაშვილმა ამ ტურნირისთვის გუნდის მომზადება აგვისტოდან დაიწყეს. მზადების ბოლო ეტაპზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამი შეხვედრა გამართეს სამხრეთაფრიკულ გუნდ "პიონერებთან". ამასთან ერთად, მათ რამდენიმე სპარინგი ჰქონდათ 19-წლამდელთა ნაკრებთან.
საქართველოს ნაკრები, U-17
ზაზა ხარებავა (რაინდები), ბადრი ალხაზიშვილი, სანდრო ილურიძე (ორივე-აკადემია), გუგა ხანთიძე, თემურ თუთბერიძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, იოსებ კიკვაძე, თემურ ირემაძე, გიორგი თორაძე, ბადრი დანგაძე (შვიდივე-აია), გიორგი როყვაძე, სოსო ტუკვაძე, გიორგი ხვისტანი (სამივე-ყოჩები), როლანდ კვაჭაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი (ორივე-ლელო), დავით პაპავა (ჯიქები), გიორგი მღებრიშვილი, ბექა გორგაძე, დავით გულიტაშვილი (სამივე-ხარები), დევი დევსურაშვილი (ხულიგანა), ბექა კაკაბაძე (ლოკომოტივი), დავით ფხაკაძე, ბადრი ლიპატელიანი (ორივე-ივერია), ვასილ ლობჟანიძე, დავით ლობჟანიძე (ორივე-არმაზი).
27 ოქტომბერი
საქართველო-გერმანია
30 ოქტომბერი
საქართველო-ბელგია
2 ნოემბერი
საქართველო-პორტუგალია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"