"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შეჯიბრების ბოლო შეხვედრა მასპინძელ თანატოლებთან გამართეს და 33:17 მოიგეს.
მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. არბიტრის დახმარებით, პორტუგალიელებმა მოახერხეს და ტაიმი ორი ქულის სხვაობით წააგეს - 17:19. თავად განსაჯეთ მსაჯმა ჩვენი ბიჭები თორმეტჯერ დააჯარიმა, მეტოქე კი მხოლოდ ორჯერ.
შესვენების შემდეგ, როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა დავით ჩავლეიშვილმა და მამუკა ტყეშელაშვილმა გუნდის თამაშში გარკვეული კორექტივები შეიტანეს და ტაიმი მთლიანად
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ორ მატჩში გერმანიიისა და ბელგიის ნაკრებები დაამარცხა, შესაბამისად 50:13 და 55:6. ამდენად, ჩვენი მორაგბეების უპირატესობა მეტოქეებზე იმდენად დიდი იყო, რომ მომავალ წელს, ელიტაში ასპარეზობისას იმედი გვაქვს, რომ თავს გამოიჩენენ და ევროპის ბობოლა საარაგბო ქვეყნებს არაფერს დაუთმობენ.
საქართველოს ნაკრები ელიტაში პირველ ნომრად შევიდა, იქვე ითამაშებენ პორტუგალიელებიც. ჩვენი მოწინააღმდეგეები ასევე იქნებიან ინგლისის, ირლანდიის, საფრანგეთის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებები.
ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი
საქართველო-პორტუგალია 33:17
საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14. დევი დევსურაშვილი, 13. სანდრო ილურიძე, 12. თემურ ირემაძე, 11. იოსებ კიკვაძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. თემურ თუთბერიძე. 1. ზაზა ხარებავა, 2. ბადრი ალხაზიშვილი, 3. ბექა კაკაბაძე, 4. როლანდ კვაჭაძე, 5. გუგა ხანთაძე, 6. დავით პაპავაძე, 7. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 8. ჟორა მღებრიშვილი.
16. გიორგი თორაძე, 17. დავით ფხაკაძე, 18. გიორგი როყვა, 19. ბექა გორგაძე, 20. დავით გულიტაშვილი, 21. იოსებ ტუკვაძე, 22. ბადრი ლიპარტელიანი.
III ადგილისთვის
ბელგია-გერმანია 13:6
საბოლოო მდგომარეობა
1. საქართველო - 15 ქულა, 2. პორტუგალია - 10, 3. ბელგია - 4, 4. გერმანია - 1.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს რაგბის 17-წლამდელთა ნაკრები ისევ ელიტაშია
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს