საქართველოს 18-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები ლონდონის "ვოსფსის" თანატოლებს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ გაფართოებული შემადგენლობა 32 მორაგბემდე შეამცირა, რომელთაგან საფრანგეთში, ელიტარული სარაგბო ქვეყნების გუნდებთან საასპარეზოდ, 26 მოთამაშე გაემგზავრება.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ამჟამად "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ვარჯიშობენ. გუნდი 10 მარტს ინგლისში გაემგზავრება ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებაზე, სადაც ჰართპურის კოლეჯის გუნდთან და ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებთან ორ საკონტროლო მატჩს გამართავს.

იქამდე კი თბილისში ინგლისის "ავივა პრემიერშიპში" მოასპარეზე ლონდონის "ვოსფსის" 18-წლამდელთა გუნდი ჩამოვა, რომელთანაც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საკონტროლო მატჩს შაბათს, 16 თებერვალს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გამართავს.

შეგახსენებთ,
რომ ელიტარულ გუნდებთან ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეორედ ასპარეზობს. შარშანდელ ტურნირზე ჩვენმა გუნდმა იტალიისა და პორტუგალიის ნაკრებებს გაუსწრო და მეექვსე ადგილი დაიკავა.

წლეულს "უმცროსი ბორჯღალოსნები" პირველ მატჩს მეოთხედფინალში ირლანდიის ნაკრებთან გამართავენ.

გამარჯვების შემთხვევაში, მომდევნო მეტოქე ნახევარფინალში საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის მოგებული იქნება.

თუ ჩვენი მორაგბეები ირლანდიასთან დამარცხდებიან, მაშინ ბრძოლა მეხუთე ადგილისთვის მოუწევთ და აქაც პირველი მეტოქე ფრანგულ-იტალიურ დაპირისპირებაში ხელმოცარული იქნება.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ერეკლე მაღრაძე (ხარები), ბადრი ალხაზაშვილი (ინგლისი), თორნიკე მათარაძე (ტორნადო), ბექა კაკაბაძე (ლოკომოტივი), ზაური ხარებავა (რაინდები), დავით ფხაკაძე (ივერია), გიორგი ტორაძე (აია).
მეორე ხაზი: როლანდ კვაჭაძე (ლელო), გუგა ხანთაძე (აია), თორნიკე ზოიძე (აკადემია), ბესო ბარბაქაძე (ივერია).
მესამე ხაზი: ბადრი დანგაძე, ოთარ გიორგაძე (ორივე-აია), ბექა გორგაძე (ხარები), გიორგი ხვისტანი (ყოჩები), თორნიკე ბუბუტეიშვილი (ლელო), ჟორა მღებრიშვილი (ხარები), დავით პაპავაძე (ჯიქები).
#9: დავით გულიტაშვილი (ხარები), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), თეიმურაზ თუთბერიძე (აია).
#10: გურამ ლაფერაშვილი (ლელო), რევაზ ჯინჭველაშვილი (აია).
#11-14: იოსებ კიკვაძე (აია), დევი დევსურაშვილი (ხულიგანა), ბადრი ლიპარტელიანი (ივერია), დავით ლობჟანიძე (არმაზი).
#12-13: სანდრო ილურიძე (აკადემია), იოსებ ჯაფარიძე (ხულიგანა), ლევან გიკაშვილი (ლელო).
#15: ირაკლი სვანიძე (ხულიგანა), გიორგი ბაბუნაშვილი (აია).

1/4-ფინალი
საქართველო-ირლანდია, ინგლისი-პორტუგალია, საფრანგეთი-იტალია, უელსი-შოტლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ასაკში ლეგიონერები არ გვყავს?
ზურა
11:08 14-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული