საქართველოს 15 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა დედაქალაქთა ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
21 და 22 სექტემბერს პარიზში, "სტად ფრანსეს" სტადიონზე გაიმართა ყოველწლიური "დედაქალაქების ტურნირი", რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებისა და მსხვილი ქალაქების 15-წლამდელთა ნაკრებები მონაწილეობდნენ.

ტურნირში "თბილისის" სახელით ასპარეზობდა საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები.

წილისყრის შედეგად "თბილისი" მესამე ჯგუფში ტულუზის, ნაირობის და დუბლინის ნაკრებებთან მოხვდა. ტურნირის პირველ დღეს ქართველმა 15-წლამდელებმა მოუგეს ნაირობისა და დუბლინს, ხოლო ტულუზთან მარცხი იწვნიეს, რის შედეგადაც ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და მეოთხედფინალური ეტაპის საგზურიც მოიპოვეს.

მეორე დღე საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფის გამარჯვებულ ბუენოს აირესთან დაპირისპირებით გახსნა და ათქულიანი სხვაობით გაიმარჯვა -
17:7.

ნახევარფინალში "თბილისმა" დაძაბულ შეხვედრაში დასანანი მარცხი იწვნია "ბრივთან" - 5:10, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სამხრეთაფრიკული ქეიფთაუნის ნაკრებთან წააგო - 0:26.

"თბილისმა" ტურნირზე ასპარეზობა მეოთხე ადგილით დაასრულა, გათამაშების გამარჯვებული კი "ტულუზა" გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში "ბრივს" სძლია.

საქართველოს ნაკრები: რეზი ხარაზიშვილი, ლუკა კალანდაძე, გიორგი კეკელიძე, საბა ჟორჟიკაშვილი, საბა ხურცილავა, აჩიკო ღონღაძე, საბა მინდიაშვილი, თედო აბჟანდაძე, მიხეილ შუბითიძე, დავით მარგველიანი, გიორგი კეპულაძე, ნიკა ქართველიშვილი.

გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საბაა :):)
lasha
16:02 26-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული