"უმცროსი ბორჯღალოსნები" ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ!

AutoSharing Option
31 მარტს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" იტალიელ თანატოლებს დრამატულ ბრძოლაში აჯობეს და ტურნირის ფინალში გავიდნენ.

შეხვედრა 6:6 დასრულდა, გამარჯვებულის გამოსავლენად კი დაინიშნა საჯარიმოების სერია, რომელიც ასევე ფრედ, 4:4 დასრულდა (მორაგბეებმა თითო საჯარიმო ააცილეს).

ამის შემდეგ საჯარიმოები პირველ აცილებამდე გაგრძელდა - გელა აფრასიძემ თავისი ჯარიმა გაიტანა, იტალიელმა კი ვერა და ბრძოლას საქართველოს ნაკრები აგრძელებს, რომელმაც მეოთხედფინალში უკვე მოახდინა ერთი სენსაცია და გზიდან ირლანდიის ნაკრები ჩამოიცილა.

4 აპრილს, ტულუზში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრები მასპინძელ საფრანგეთს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
გილოცავთ!მადლობა ბოკვერებს!!!
თაზო
22:55 31-03-2015
0
ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ბედნიერი დღეები! და სეთი გამარჯვებები! მოვა დრო ექვსი ერი გახდება შვიდე ერის გათამაშება!
del piero 10
23:04 31-03-2015
0

სიახლეები პოპულარული