საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია

AutoSharing Option
4 აპრილს, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 57:0 დამარცხდა.

გადამწყვეტ მატჩში წაგების მიუხედავად, "უმცროსი ბორჯღალოსნები", რომლებმაც ქართული რაგბის ისტორიაში ახალი ფურცელი ფინალში გასვლით უკვე დაწერეს, მხოლოდ ქებას იმსახურებენ.

სტადიონ "ერნესტ ვალონზე" გამართულ მატჩში სათამაშო კლასში სხვაობა თვალსაჩინო იყო, თუმცა "უმცროსი ბორჯღალოსნების" მარცხზე გავლენა პირველ ტაიმში ორმა სინბინმაც იქონია. მსაჯმა მე-10 წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, ჯერ უშანგი ჭეიშვილი გაასინბინა, შემდეგ კი, 28-ე წუთზე, მოედანი ათი წუთით სანდრო მამამთავრიშვილს
დაატოვებინა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა ანგარიშით 12:0 მოიგეს. მეორე ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა მასპინძლებს ვერაფერი დაუპირისპირეს, თავად კი შეცდომებს უმატეს. ამით ფრანგებმა კარგად ისარგებლეს და კიდევ ექვსი ლელო დაგვიდეს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მეოთხედფინალში ირლანდიელ თანატოლებს სძლია, ნახევარფინალში კი იტალიაა დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. სანდრო სვანიძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. გიორგი გოგოლაძე, 9. გელა აფრასიძე.
1. უშანგი ჭეიშვილი, 2. ზაალ ცქიფურიშვილი, 3. ლაშა ტაბიძე (კაპ), 4. ბექა საღინაძე, 5. გიორგი ფრიდონიშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ილია სპანდერაშვილი, 8. შოთა არეშიძე.

მარქაფა

16. გურამ პაპიძე, 17. ლევან ჭავჭავაძე, 18. ჯემალ შათირიშვილი, 19. გიორგი ნუცუბიძე, 20. ერეკლე მაჭარაშვილი, 21. გიორგი ელისაშვილი, 22. ელგუჯა კიკვაძე, 23. ბექა მამუკაშვილი, 24. გელა ელოშვილი, 25. საბა სვიმონიშვილი.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 10 /
მეორე ადგილი კარგია მაგრამ არავინ არ ლაპარაკობს თამაშის ხარისხზე, დისწიპლინაზე,მომზადებაზე! ეს არარის ის გუნდი ვინც მეორედაც მოუგებს ირლანდიას ან თუნდაც იტალიას! ფინალში ქულას რომ ვერ აიღებ რა ქება დიდება მოუწყეთ ამ ახალგაზრდებს?!
"გოჩას" ვეთანხმები ეს არარის დამსახურებული მეორე ადგილი!!! წარმატებებს ვუსურვებ ამ ბიჭებს და მეტი შრომაა საჭირო! მწვრთნელიც უფრო მაღალი დონის არის საჭირო ამ ბიჭებისთვის!!!
gogia
21:15 05-04-2015
0
ეს იყო "კოშმარი",სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
roma
18:56 05-04-2015
0

სიახლეები პოპულარული