გიორგი ნიჟარაძე: ქართულ რაგბს შესანიშნავი შევსება ეზრდება!

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ განცხადება გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 57:0 დამარცხდა. მანამდე ჩვენმა ნაკრებმა ირლანდია და იტალია დაამარცხა.

"მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენ არაჩვეულებრივ ბიჭებს, მთელს სამწვრთნელო შტაბს და დელეგაციის წევრებს თავდადებისთვის, შემართებისთვის, ერთმანეთის და სამშობლოს სიყვარულისთვის! მინდა მივულოცო ჩვენს ნაკრებს და გულშემატკივრებს ისტორიული წარმატება, რაც გულისხმობს ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის ფინალში გასვლას.

დამარცხება ყოველთვის მწარეა, მითუმეტეს დიდი ამნგარიშით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ შესანიშნავი ბიჭებისთვის ეს დამარცხება მომავლში არანაკლებ სასარგებლო და მნიშვნელოვანი გამარჯვების საწინდარი იქნება ვიდრე ირლანდიასთან და იტალიასთან ბრწყინვალე გამარჯვებები.

ფაქტია, რომ ქართულ რაგბს შესანიშნავი შევსება ეზრდება! ეს ის თაობაა, რომელიც 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში გასვლის შემთხვევაში, ითამაშებს მსოფლიო გრანდებთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თაობამ უმაღლეს დონეზე გამოცდილება მიიღო.

კიდევ ერთხელ ვულოცავ მოთამაშეებს, მწვრთნელებს და გულშემატკივრებს. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საბაბი ვიყოთ ამაყნი.

დღეს სტადიონზე ბევრი ქართველი იყო შეკრებილი, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში ქომაგობდნენ ჩვენ ბიჭებს და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ დღეების განმავლობაში, როგორც საფრანგეთში ისე საქართველოში გულშემატკივრობდა ნაკრებს", - თქვა ნიჟარაძემ.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

წყარო: rugby.ge


ასევე იხილეთ:
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ 18 წლის ბიჭებმა უკვე იმდენი სიხარული მოგვანიჭეს, რომ ბევრი, სიცოცხლის ბოლომდე თავისიანებს არ გაახარებს ისე....
თაზო
14:17 07-04-2015
0
გიო-ს ადვილია ხომ კომპიუტერის კლავიშებზე კაკუნი:)):))მადლობა ბიჭებს! არა უშავს,ხომ დაინახეთ, თქვენი მინუსები,მჯერა რომ ზალიან წარმატებულები იქნებით და მთელი საქართველო, თქვენით იამაყებს! გაიხარეთ და გაგვახარეთ!!!
თაზო
14:14 07-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული