20-წლამდე "ბორჯღალსონები" მსოფლიო რაგბის ალაფამდე ბოლო შეკრებას იწყებენ

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის წლევანდელ გათამაშებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. ტურნირისთვის მზადების ფარგლებში 20-წლამდე "ბორჯღალოსნებმა" წელს დიდი გზა განვლეს, ხოლო 26 აპრილს ისინი ტურნირამდე ბოლო შეკრებას დაიწყებენ, რომელიც 2 მაისის ჩათვლით, რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართება.

წლის დასაწყისიდან დღემდე 20-წლამდელებმა 4 შეკრება გამართეს: მენტალური გამძლეობის შეკრება, შემდეგ იყო თბილისური შეკრება, რომლის ფარგლებშიც მათ ახალგაზრდა ძიუდოისტებთან ორი ერთობლივი ვარჯიში გამართეს. ამას მარტის მოკლე შეკრება მოყვა. ბოლო შეკრება კი 10-დან 18 აპრილის ჩათვლით გაიმართა, რომლის დროსაც 20-წლამდელებმა 17 აპრილს ფრანგული "კლერმონის" ესპუართა
გუნდთან სპარინგ-მატჩი ითამაშეს.

ბოლო შეკრებაზე
"ახალგაზრდა ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბი რუსთავში ასევე სპარინგ-მატჩს გეგმავს, რომელიც 30 აპრილს 17 საათზე გაიმართება. 20-წლამდელები რაგბის კლუბ "არმაზს" ერკინებიან, რომელიც უმაღლესი ლიგის პლეი-ოფს გარეთ დარჩენილი კლუბების რამდენიმე მოთამაშეს დაიმატებს.

გაფართოებული რაზმი
შეკრებაზე შესვლამდე სამწვრთნელო შტაბმა გუნდის გაფართოებული, 32 მოთამაშიანი რაზმი დაასახელა:

უკანა ხაზი [ბექები]
15/14/11 ირაკლი სვანიძე ჯიქი
15/14/11 რატი შანიძე ლელო
15/14/11 დავით გულიტაშვილი ხარები
15/14/11 იოსებ კიკვაძე აია
15/14/11 ანზორ სიჭინავა აკადემია
13/12 ბადრი ლიპარტელიანი არმაზი
13/12 გიორგი კოშაძე ხარები
13/12 სანდრო ილურიძე აკადემია
13/12 თემურ ირემაძე აია
13/12 გიორგი კვესელაძე იუნკერები
10 რეზი ჯინჭველაშვილი აია
10 გიორგი ბაბუნაშვილი აია
9 ვასილ ლობჟანიძე არმაზი
9 თემურ თუთბერიძე აია
9 გივი ლოსაბერიძე აია

შერკინება [ფორვარდები]
1/3 ნიკა ნეფარიძე ლოკომიტივი
1/3 ზაზა ხარებავა ლა როშელ [სფრ]
1/3 ბექა კაკაბაძე კლერმონ [სფრ]
1/3 გიორგი მელიქიძე ხარები
1/3 ნიკა სვიმონიშვილი ლელო
2 ბადრი ალხაზაშვილი ლელო
2 ლაშა საჯაია ჯიქი
2 გიორგი თედორაძე თიბიეს
4/5 ოთარ გიორგაძე აია
4/5 როლანდ კვაჭაძე ორიაკ [სფრ]
4/5 მიხეილ ბაბუნაშვილი ტარბ [სფრ]
4/8 თორნიკე ზოიძე კლერმონ [სფრ]
6/7/8 დავით პაპავაძე ჯიქი
6/7/8 თორნიკე ბუბუტეიშვილი ლელო
6/7/8 გიორგი ცუცქირიძე ბრივ [სფრ]
6/7/8 ჟორა მღებრიშვილი ხარები
6/7/8 ბექა გორგაძე მონ დე მარსან [სფრ].

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელების ალაფა 2015
ტურნირი ლისაბონში 12 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით გაიამრთება. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ‘ა’ ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელიპორტუგალიის თანატოლთა გუნდების წინააღდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.

მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):
12 მაისი. 20:00 სთ
საქართველო-ურუგვაი

16 მაისი. 20:00 სთ
საქართველო-ფიჯი

20 მაისი. 20:00 სთ
საქართველო-პორტუგალია

24 მაისი. 20:00 სთ
ტურნირის ფინალური რაუნდი.

წყარო: www.rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული