საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა

AutoSharing Option
12 მაისს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშება დაიწყო. საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა (მწვრთნელი ილია მაისურაძე) პირველი მატჩი ურუგვაის თანატოლთა გუნდთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 46:12 დაამარცხა.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" უპირატესობა თავიდანვე აშკარა გახდა - უკვე პირველივე წუთზე ქართველებმა ლელო გაიტანეს, ტაიმი კი 31:0 მოიგეს.

მთლიანობაში კი, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 8 ლელო გაუტანა და მხოლოდ 2 მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდის მეტოქეები, ურუგვაის გარდა, A ჯგუფში ფიჯისა და პორტუგალიის ნაკრებები არიან. ტურნირის მეორე ტურში "უმცროსი ბორჯღალოსნები" ფიჯის 16 მაისს
დაუპირისპირდებიან.

"ახალგაზრდულ ალაფაზე" გამარჯვებული მომავალ წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ტქვენ გენაცვალეთ ჯიგრებო.......
shalva.qutaiseli
13 მაისი 2015 10:58
0
გილოცავთ! გაიხარეთ ბიჭებო, სულ გამარჯვებით გევლოთ!
gizog
13 მაისი 2015 10:21
0



მიდით ჩემო ჯიგრიანო კაცებო !
სუყველას გადაუარეთ ქართულად . . .


JAGA
13 მაისი 2015 10:02
0
სულ გამარჯვებით გევლოთ საქართველოს სადიდებლად შვილებო
ზურაბ კახიაშვილი
13 მაისი 2015 06:08
0
სულ გამარჯვებით გევლოთ საქართველოს შვილებო!!!ისეთი ბედნიერი ვარ წარმოიდგენთ,მიაყოლებთ დანარჩენსაც და გახდებით ჩემპიონები,ეჭვი არ მეპარება!!!
datiko48
12 მაისი 2015 23:25
0
აი ფიჯსაც თუ მოუგებთ მაგათმა ახალ ზელანდიას აჯობეს საშიში გუნდია მერე პორტუგალიასთან აგარ გაუჭირდებათ.
misha
12 მაისი 2015 23:01
0
გილოცავთ!!!! მაგრები ხართ... თამაშითაც მოიგეთ და ვაჟკაცური გულითაც. ფიჯისთანაც ესთი თამაში და გამარჯვება საქართველოსია...
წარმატებები ბიჭებს...
1
12 მაისი 2015 21:53
0

სიახლეები პოპულარული