საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა

AutoSharing Option
12 მაისს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშება დაიწყო. საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა (მწვრთნელი ილია მაისურაძე) პირველი მატჩი ურუგვაის თანატოლთა გუნდთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 46:12 დაამარცხა.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" უპირატესობა თავიდანვე აშკარა გახდა - უკვე პირველივე წუთზე ქართველებმა ლელო გაიტანეს, ტაიმი კი 31:0 მოიგეს.

მთლიანობაში კი, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 8 ლელო გაუტანა და მხოლოდ 2 მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდის მეტოქეები, ურუგვაის გარდა, A ჯგუფში ფიჯისა და პორტუგალიის ნაკრებები არიან. ტურნირის მეორე ტურში "უმცროსი ბორჯღალოსნები" ფიჯის 16 მაისს
დაუპირისპირდებიან.

"ახალგაზრდულ ალაფაზე" გამარჯვებული მომავალ წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ტქვენ გენაცვალეთ ჯიგრებო.......
shalva.qutaiseli
10:58 13-05-2015
0
გილოცავთ! გაიხარეთ ბიჭებო, სულ გამარჯვებით გევლოთ!
gizog
10:21 13-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული