U20. "უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინელებთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
დღეს, 20 თებერვალს, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთამერიკული ტურნეს პირველი მატჩი არგენტინის 20-წლამდე ნაკრების (პუმიტას) წინააღმდეგ გამართეს და მარცხიც იწვნიეს.

"ბორჯღალოსნებიდან" ლელოთი თავი თორნიკე მატარაძემ (18) და უჩა ჭეიშვილმა გამოიჩინეს, ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა კი ზუსტად გელა აფრასიძემ შეასრულა, თუმცა მატჩის მოსაგებად ეს ყველაფერი საკმარისი არ გამოდგა. საბოლოოდ, ჩვენი ნაკრები 17:36 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ქართული რაგბის ისტორიაში წელს პირველად იასპარეზებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული ნაკრები იქნება წარმოდგენილი. ტურნირი 5-25 ივნისს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გაიმართება. სამხრეთამერიკული ტურნეს
ფარგლებში კი, ქართველი 20-წლამდელები არგენტინელ და ურუგვაელ თანატოლებს ამხანაგურად ორ-ორჯერ გაეჯიბრებიან.

ტურნეს დასრულებამდე, "უმცროსი ბორჯღალოსნები" კიდე სამ თამაშს გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ვაჯკაცებო! იბრძოლეთ გამარჯვებამდე !გაგვიჭირდება,მაგრამ თუ არა ეხალა და ამა წლის ივნისში, მაშ როდისღა ვიმარჯვოთ?ისევ მერე?სამივე ჯახი უნდა მოვიგოთ..... რაგბის მესვეურთ კი "ამფარტავანსა ჰგევხარო" არც მოწინააღმდეგის და არც მოყვრის ,გაგონებაც კი გვსურს,არ გვესმის გულით შემატკივრისა-მე ვარ და ჩემი ნაბადიო,წაგებით "ცხვირიდან სისხლის" დენამდე, ჩვენსას " ვერეკებით",მერე კი ნაგვიანებად,ვიძახით,ასე და ამ ძალების ამარა არ უნდა გვემოქმედაო.არგენტინელებმა, შავით თეთრზე დაწერეს საჯაროდ Tavis masmediebshi:-ყველაფერი უნდა ვიღონოთ და ამ ორ მატჩში ქართველებთან არ უნდა დავმაცხდეთო,თუ ეხლა დავმარცხდებით, მომავალში,ამ თაობით ჩამოყალიბებულ ეროვნულ ნაკრებთა ნებისმიერ გეიმისას უახლოესი რვა წლეულის განმავლობაში, ამ ქართველი ბიჭების დამარცხება, ჩვენს ბიჭებს,ძალიან,ძალიან გაუჭირდებათ."ესფანურიდან M.Z. მიერ სიტყვ სიტყვით თარგმნილი"ჩვენ როგორ "შევიკარით" ,წინასწარ დავიზღვიეთ ტავი:არგენტინის ამ თაობის ნაკრებიც ჩვენზე ძლიერიაო,ნეტვა რატომაო?და 6-7 ბიჭის, ამ ასაკთა შორის უძლიერსი ქართველი რაგბისტის ,მობილიზებაც ვერ მოვახერხეთ, და დანარჩენი ბიჭების სათანადოდ-მოსაგებად შეთამაშებაც ვერ შევძელით.
Euroрe
22 თებერვალი 2016 12:29
0


არაფრის გულისთვის გული არ გაიტეხოთ ჩვენო ჯიგრიანო ვაჟ-კაცებო !
პირიქით ამ წაგებით უფრო მეტი უნდა იმუშავოთ, რომ შემდგომში გამარჯვებით გაგვახაროთ . . .

J A G A
22 თებერვალი 2016 08:40
0
შემდეგში მოვიგებთ ბიჭბო, მთავარია წინ ვიაროთ. მეთექვსმეტე მოთამაშე ყოველთვის თქვენთანაა.
გია
21 თებერვალი 2016 18:27
0
ვერასდროს ,ვერაფერი ვერ მიიღწევა თუ, თავის დროზე თქმული,ამგვარი მთქმელის, საბედნიეროდ ყველასათვის, არსებობისას ,შემდგომში ერთობლივად საჭირო,მანამდე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებელი , ქმედებისათვის, არ გასაჯაროვდება!
M. Z. Euroрe
21 თებერვალი 2016 16:39
0
შეეცადეტ შემდეგი ტამაში მოიგოტ
ალეკსანდრე
21 თებერვალი 2016 14:58
0
abatქვენ იციტ ბიწებო არაუსავ იბრზოლეტ ისწავლეტ წინ მომავალია
ledi
21 თებერვალი 2016 12:12
0
გულა ნუ გაიტეხთ, ყველაფერი წინაა.მთავარია გულით მოინდომოთ და ყველაფერი გამოგივათ
vaspa
21 თებერვალი 2016 10:03
0
ეგ არაფერი მთავარია ასეთ ძლიერ გუნდებთან ხშირათ ვითამაშოთ და შედეგიც აუცილებლათ მოვა დიდემა საქართველოს და დიდება ქართველ ერს ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!!!
saqartvelo!!!!!!!!!!!
21 თებერვალი 2016 08:39
0
ეგ არაფერი ბიჭებო. გამოცდილება მთავარია ახლა თქვენთვის. თან 3 წამყვანი მოთამაშის გარეშე კარგად ითამაშეთ
დიტო
21 თებერვალი 2016 02:02
0

სიახლეები პოპულარული