მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა

AutoSharing Option
მანჩესტერის ლორდ მერის რეზიდენციაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა.

გახსნის ღონისძიებაში მონაწილე ნაკრებების კაპიტნების ოფიციალური ფოტოსესია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მსოფლიო რაგბის ახალარჩეული პრეზიდენტი ბილ ბომონტი, მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი დირექტორი ბრედ გოსფერი და ინგლისის რაგბის კავშირის პრეზიდენტი, ინგლისისა და "ბრიტანელი ლომების" ვეტერანი ბურჯი ჯეისონ ლეონარდი.

"მოუთმენლად ველით პირველ მატჩს. ეს ყველა ჩვენგანისთვის დიდი გამოცდილება იქნება. ძალიან გვაინტერესებს საქართველოს ნაკრებთან თამაში და გულის სიღრმეში გვჯერა, რომ თასს სახლში წავიღებთ", - თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანმა ლენი აპისაიმ ცერემონიის დასრულების შემდეგ.

"რა
თქმა უნდა, ჩვენთვის ეს განსაკუთრებული რამ არის, რადგან პირველად ვიღებთ ამ ტურნირში მონაწილეობას. ყველაფერს ვიღონებთ, რათა საკუთარ თავს დავუმტკიცოთ, რომ ელიტაში ყოფნას ვიმსახურებთ.

ჩვენი ბიჭებიც დააგროვებენ მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეებთან თამაშის გამოცდილებას, რაც მთლიანობაში ქართულ რაგბის წაადგება", - იმედოვნებს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ვასილ ლობჟანიძე.

ამის შემდეგ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს რაგბის კლუბმა "ვიდნესსმა" უმასპინძლა. ღონისძიებაზე სიტყვით ბილ ბომონტი გამოვიდა, რომელმაც ქართული რაგბის ბოლოდროინდელ წარმატებებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ მატჩს ხვალ, 7 ივნისს ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აჩვენენებს რომელიმე არხი ქართული სად შეიძლება ყურება
soso
15:07 06-06-2016
0

სიახლეები პოპულარული