"უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიოს ჩემპიონატზე ირლანდიასთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
15 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისის ქალაქ მანჩესტერში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატის A ჯგუფში ბოლო, მესამე მატჩი ირლანდიელ თანატოლებთან გამართა და ანგარიშით 7:35 დამარცხდა.

"მანჩესტერ სიტის" აკადემიის მოედანზე ანგარიში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" გახსნეს - ჩვენი გუნდის კაპიტანმა ვასილ ლობჟანიძემ ლელო მატჩის დასაწყისშივე, მე-5 წუთზე დადო, დავით მოძღვრიშვილმა კი გარდასახა.

სამწუხაროდ, ამის შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნები" კაცნაკლულნი დარჩნენ - მსაჯმა მოედნიდან ილია სპანდერაშვილი გააძევა, რომელმაც ნერვები ვერ მოთოკა და მეტოქეს აკრძალული წესებით გაუსწორდა. შესაბამისად, ინიციატივა ირლანდიელებმა იგდეს ხელთ და ტაიმი ანგარიშით 20:7
მოიგეს.

მეორე ნახევარში ირლანდიელებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს და ბონუს-ქულაც მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთებზე მსაჯმა ლუკა გოგინავაც გააძევა და საქართველოს ნაკრები მოედანზე სულაც 13 კაცით დარჩა... მეოთხე ლელო ირლანდიელებმა სწორედ ამის შემდეგ გაიტანეს.

საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ახლა ტურნირზე მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩში იტალიელ თანატოლებს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ მანამდე "უმცროსი ბორჯღალოსნები" ახალ ზელანდიასთან (0:55) და უელსთან (9:10) დამარცხდნენ.

მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას ირლანდიის, სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და ინგლისის ნაკრებები გააგრძელებენ.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: 15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. სანდრო მერკვილიშვილი, 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. თორნიკე მატარაძე, 2. ლაშა საჯაია, 3. ლაშა ტაბიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ოთარ გიორგაძე, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.
16. გიორგი ხუროშვილი, 17. ლუკა გოგინავა, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. ირაკლი ცხადაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. სანდრო ილურიძე, 23. რატი შანიძე.
მკითხველის კომენტარები / 22 /
giga-"მალე 6 ერის ნაკრებები თქვენ ფეხებთან დაერთხმებიან შემოგევლეთ.უფალმა დაგლოცოტ". აბა ბიჭოოოოოოოოოოო! კაი ბაქი-ბუქი გასმოგივიდა. ეს როგორ ? საქართველო წინ წავა და ექვსი ერის ნაკრებები უკან ან ადგილზე გაიყინება? კაი რა.... ეს იგივეა თქვა, დავეწიოთ და გაუსწროთ ამერიკას-ნიკიტა ხრუშჩოვი.
giga bakibukashvils
16 ივნისი 2016 10:14
0
პროგრესი აშკარაა, უბრალოდ მეტი დისწიპლინაა საჭირო. არ შეიძლება ისეთი შეცდომების დაშვება როგორც გუშინ სპანდერაშვილს მოუვიდა, თუმცაღა ახალგაზდაა და იმედია კარგად გაითავისებს გუშინდელ შეცდომას და მომავალში მსგავსი რამ აღარ მოხდება. დიდი იმედი მაქვს იტალიას დავამარცხებთ.
rati
16 ივნისი 2016 09:51
0
გული არ დაგწყდეთ, ბიჭებო. ყველანი გახარებულები ვართ და ვამაყობთ თქვენით. ასეთ დონეზე პირველად თამაშობთ და შეცდომებისაგან არავინაა დაზღვეული. ახლა იტალიას და მერე საფრანგეთს გაუსწორდით და მომავალ წელს, თბილისში საჩემპიონოდაც ითამაშებთ. რაღაც-რაღაც სუსტი წერტილები კი გაქვთ ჯერ-ჯერობით, მაგრამ მაგას აღმოფხვრით სამომავლოდ. არავისზე ნაკლებები თქვენ არ ხართ. წარმატებები და სიხარული!
ნოდარი
16 ივნისი 2016 09:47
0
კაი ბიჩები ხართ არაუშავს კარგი გაკვეტილი იყო მალე 6 ერის ნაკრებები ტქვენ ფეხებტან დაერტხმებიან სჰემოგევლეთ.უფალმა დაგლოცოტ.
giga
16 ივნისი 2016 09:40
0
აბა რა გეგონათ...
999
16 ივნისი 2016 09:07
0
ნეტა ყველაფერზე ასეთი მომავლის რწმენა დამრჩეს ამ ქვეყანაში რაც ამ თამაშმა დამანახა
ზაზა
16 ივნისი 2016 04:29
0
ყველაფერი წინ გაქვთ ბიჭებო ეგ არაფერი უფრო მეტი დისციპლინა რაქების მალე გასუფთავება და ხაზის უფრო მაგარი თამაში და აუტიც
irakli arqania
16 ივნისი 2016 00:29
0
თამაშიდან თამაშამდე ესეთი პროგრესი გუნდს განეცადოს არ გამიგია... კმაყოფილი ვარ თამაშით, სამწუხაროა რომ კაცნაკლული დავრჩით, მე მომწონს ეს ნაკრები, კარგი გამოცდილება მიიღეს
გიორგი
16 ივნისი 2016 00:09
0
ეგ არაფერი, ეს ბიჭები ბევრჯერ გაგვახარებენ მომავალში, სპანდერაშვილიც ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს!
zz
16 ივნისი 2016 00:07
0
გულს ნუ გავიტეხთ ბიჭებო...
კიდევ ცოტა გამცდილება, დისციპლინა და .... მომავალი ჩვენია!!!

მადლობა თავდადებისათვის!
ფაკო
15 ივნისი 2016 23:58
0

სიახლეები პოპულარული