"მანჩესტერ სიტის" აკადემიის მოედანზე ანგარიში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" გახსნეს - ჩვენი გუნდის კაპიტანმა ვასილ ლობჟანიძემ ლელო მატჩის დასაწყისშივე, მე-5 წუთზე დადო, დავით მოძღვრიშვილმა კი გარდასახა.
სამწუხაროდ, ამის შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნები" კაცნაკლულნი დარჩნენ - მსაჯმა მოედნიდან ილია სპანდერაშვილი გააძევა, რომელმაც ნერვები ვერ მოთოკა და მეტოქეს აკრძალული წესებით გაუსწორდა. შესაბამისად, ინიციატივა ირლანდიელებმა იგდეს ხელთ და ტაიმი ანგარიშით 20:7
მეორე ნახევარში ირლანდიელებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს და ბონუს-ქულაც მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთებზე მსაჯმა ლუკა გოგინავაც გააძევა და საქართველოს ნაკრები მოედანზე სულაც 13 კაცით დარჩა... მეოთხე ლელო ირლანდიელებმა სწორედ ამის შემდეგ გაიტანეს.
საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ახლა ტურნირზე მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩში იტალიელ თანატოლებს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ მანამდე "უმცროსი ბორჯღალოსნები" ახალ ზელანდიასთან (0:55) და უელსთან (9:10) დამარცხდნენ.
მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას ირლანდიის, სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და ინგლისის ნაკრებები გააგრძელებენ.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: 15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. სანდრო მერკვილიშვილი, 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. თორნიკე მატარაძე, 2. ლაშა საჯაია, 3. ლაშა ტაბიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ოთარ გიორგაძე, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.
16. გიორგი ხუროშვილი, 17. ლუკა გოგინავა, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. ირაკლი ცხადაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. სანდრო ილურიძე, 23. რატი შანიძე.