U20. ირლანდია-საქართველო 35:7 - კარგად დაიწყო და ცუდად გაგრძელდა [VIDEO]
შეჯიბრების ყველაზე დიდი მოულოდნელობა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის, ახალი ზელანდიის ნაკრების პირველობისთვის მებრძოლი ოთხეულს მიღმა დარჩენაა. "ბები ბლექსმა", მართალია, ორი მატჩი მოიგო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მოწინავე ოთხეულში მოსახვედრად.
ჯგუფურმა ეტაპმა აჩვენა, რომ ევროპელები კარგად არიან მომზადებულები ტურნირისთვის. თუმცა, კიდევ ერთი მოულოდნელობა საფრანგეთის
ჩემპიონობისთვის ირლანდია, ინგლისი, სამხრეთი აფრიკა და არგენტინა იბრძოლებენ. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ფავორიტი მასპინძელი ინგლისია, მაგრამ ყველაზე საშიში მათთვის არა სამხრეთი აფრიკა, არამედ არგენტინის ნაკრები უნდა იყოს, რომელმაც ჯგუფური ეტაპი "მარშით" გაიარა და ნახევარფინალში ირლანდიას ეთამაშება.
"უმცროსი ბორჯღალოსნები", როგორც უკვე ვთქვით, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთისა და იაპონიის ნაკრებებს შორის მოგებულს შეხვდება.
"ირლანდიასთან მატჩი ამ ტურნირზე ჩვენი საუკეთესო თამაში იყო. ვეთამაშეთ ძალიან კარგ, ორგანიზებულ და სწრაფ გუნდს. კარგად დავიწყეთ, პირველი ლელო გავიტანეთ და მერე დისციპლინის პრობლემამ ჩაგვაგდო გამოუვალ მდგომარეობაში.
რის გამო მიიღო ქართველმა მორაგბემ წითელი ბარათი ირლანდიასთან მატჩში [VIDEO]
14 კაცით თამაში კლასით უფრო დიდ გუნდთან, უბრალოდ რომ ვთქვათ, რთულია. თუმცა, მიმაჩნია, რომ ბიჭებმა ამ ამოცანას თავი კარგად გაართვეს და ჩვენი დაცვა არ იყო იოლად გასარღვევი. 14 კაცით თამაშის კვალობაზე, ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი დაცვა ვითამაშეთ. შეტევითაც შევუტიეთ ირლანდიას, თამაში გავშალეთ კიდეც.
ძალიან რთულია, როცა სამოცდაათ წუთს თამაშობ კაცნაკლული. ბოლოს კი სულაც ცამეტნი დავრჩით. ამ ყვითელ ბარათს მწვრთნელი გაიგებს, მაგრამ წითელი ბარათი, რომელიც პირველ ათ წუთში სრულიად დამსახურებულად მოგვცეს, იყო დისციპლინის დარღვევა, რომელზეც მეტი არაფრის თქმა არ შეიძლება.
მიმაჩნია, რომ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ და ამას, ალბათ, ქომაგებიც ამჩნევენ.
შემდეგი თამაში იტალიასთან გვაქვს და უნდა მოვემზადოთ. იტალიის წინა მატჩების ანალიზის კეთება დაწყებულია. დღესაც შოტლანდიასთან მატჩის ნაწილს ვუყურეთ - ეს არის ფიზიკურად ძლიერი, ღონიერი გუნდი, რომელიც მძიმე რაგბის თამაშობს. ვფიქრობ, რომ შანსები თანაბარია.
ცოტა დეტალებს რომ ჩავუღრმავდეთ, ჩვენ გვაქვს რამდენიმე პრობლემა, რაც აღდგენასა და ტრავმებს უკავშირდება. რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშუშოთ ტრავმები. ოთარ გიორგაძეს აქვს მსუბუქი ტვინის შერყევა, რის გამოც ტურნირისა და "მსოფლიო რაგბის" პროტოკოლით შვიდ დღეს ვერ ითამაშებს, შესაბამისად, გამოტოვებს მატჩს იტალიასთან.
მიხეილ ბაბუნაშვილის მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე მატჩის შემდეგ. მაინც ფიზიოთერაპევტების საბოლოო პასუხს ველით, მაგრამ საშიში არაფერია. გიორგი ცუცქირიძესაც მუხლი აწუხებს.
გვყავს მოთამაშეები, რომლებმაც სამივე მატჩში 80-80 წუთი ითამაშეს და მათი აღდგენაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოედანზე გვჭირდება დასვენებული მორაგბე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კარგად გამოჩნდა დღეს მოედანზე, როდესაც ირლანდიამ დასვენებული მორაგბეები გამოიყვანა", - თქვა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.
"მსოფლიო რაგბიმ", ტრადიციულად, ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც შერკინების ქართველი ბურჯი თორნიკე მატარაძე მოხვდა. აღსანიშნავია, რომ საუკეთესოთა შორის ირლანდიელი მორაგბეები არ არიან.
სიმბოლური ნაკრები
15. ქორვინ ბოსხი (სამხრეთი აფრიკა), 14. ხოსე სოსა (არგენტინა), 13. ჯო მარჩენტი (ინგლისი), 12. ჯეი თი ჯეკსონი (სამხრეთი აფრიკა), 11. ედვილ ფან დერ მერვე (სამხრეთი აფრიკა), 10. დანიელ ჯოუნზი (უელსი), 9. ჯეიმზ ტუტლი (ახალი ზელანდია). 1. თორნიკე მატარაძე (საქართველო), 2. ჯორდან უოელესი (ახალი ზელანდია), 3. ვილ სტიუარტი (ინგლისი), 4. კალუნ ჰილი (შოტლანდია), 5. მატიო ტანგუ (საფრანგეთი), 6. ტომ ფილიპსი (უელსი), 7. ბაუტისტა სტავილე (არგენტინა), 8. ტევიტა ტატაფუ (იაპონია).
U20. მსოფლიოს ჩემპიონატი. პლეი-ოფი
IX ადგილისთვის
საქართველო-იტალია
იაპონია-საფრანგეთი
V ადგილისთვის
ახ.ზელანდია-უელსი
შოტლანდია-ავსტრალია
ნახევარფინალი
ინგლისი-სამ.აფრიკა
ირლანდია-არგენტინა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"