U20. "უმცროსი ბორჯღალონები" მსოფლიოს ჩემპიონატზე ფრანგებთან დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელშიც 12 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა, გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულა.

25 ივნისს, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მე-9 ადგილისთვის შეხვედრა "მანჩესტერ სიტის" აკადემიის მოედანზე ფრანგ თანატოლებთან გამართეს და ანგარიშით 24:27 დამარცხდნენ.

ფრანგებმა უპირატესობის მოპოვება თავიდანვე შეძლეს და ტაიმიც 10:3 მოიგეს. შესვენებამდე 2 წუთით ადრე საჯარიმო გელა აფრასიძემ გაიტანა.

მეორე ტაიმში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამი ლელო დადეს. პირველ ჯერზე მსაჯმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა (63-ე წუთი), მეორედ კი მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ოთარ გიორგაძემ (75) დადო. მესამე
ლელო ბოლო წუთზე ლუკა გოგინავამ მიითვალა. სამივე ჯერზე აფრასიძემ გარდასხვა ზუსტად შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის პირველ მატჩში ქართველმა მორაგბეებმა იტალიის 20-წლამდელებს მოუგეს - 18:17, მანამდე კი ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიასთან (7:35), უელსთან (9:10) და ახალ ზელანდიასთან (0:55) დამარცხდნენ.

ჩემპიონატის გამარჯვებული მასპინძელი ინგლისის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ირლანდია 45:21 დაამარხა. 20 წლამდელ მორაგბეთა პლანეტის მომავალი პირველობა კი 2017 წელს საქართველოში გაიმართება.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა:
15. ირაკლი სვანიძე, 14. დავით მესხი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. სანდრო მერკვილიშვილი, 10. ვასილ ლობჟანიძე (კაპ), 9. გელა აფრასიძე, 1. თორნიკე მატარაძე, 2. ლაშა საჯაია, 3. ლაშა ტაბიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ოთარ გიორგაძე, 6. ირაკლი ცხადაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 16. გიორგი ხუროშვილი, 17. უჩა ჭეიშვილი, 18. ლუკა გოგინავა, 19. დემურ ეფრემიძე, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. დავით მოძღვრიშვილი, 22. სანდრო ილურიძე, 23. მირიან მოდებაძე.
მკითხველის კომენტარები / 18 /
გიო ასე უნდა დაგეწერა: ვთხოვოთ უპერსპექტივო ფეხბურთის ფედერაციას, შეიმციროს დაფინანსება და გადაურიცხოს ფული რეგბის ფედერაციას.
gio-s
26 ივნისი 2016 00:17
0
გილოცავთ ნამდვილი სპორტის ყველა ჯიგრიან გულშემატკივარს! დიდი სიხარული გვაჩუქეს რაგბისტებმა, მადლობა ამისთვის ყველას, დიდებსაც და პატარებსაც! სპორტის სამინისტრო ეხლა მაინც მოდით აზრზე და მიეცით რაგბს კარგი დაფინანსება, ასეულობით მილიონის მიყრას რომ აპირებთ უპერსპექტივო ფეხბურთში ნუ იზავთ მაგას! ჩამოუყვანეთ ამ ბიჭებს მაგარი მწვრთნელები და შეუენით პირობები, გააკეთეთ საშვილიშვილო საქმე!!!
პაატა
26 ივნისი 2016 00:11
0
ვთხოვოთ სხვა უპერსპეკტივო სპორტულ ფედერაციებს , დაეხმარონ პერესპეკტიულ სპორტ რაგბს, მოვიწვიოთახალი ზელანდიელი მწვრთნელი ახალგაზრდა ქართველი რაგბისტებისთვის!
gio
25 ივნისი 2016 23:06
0
გილოცავთ ყველას მსოფლიო რეიტინში მე-10 ადგილზე ყოფნას, ხუმრობა ხომ არაა გუნდმა პირველივე მსოფლიოზე თამაში მოიგო და საუკეთესო ათეულში მოხვდა

ამათი ფიზ-მომზადება და პროფესიული ჩამოყალიბება ნამდვილად საშური საქმეა

მაგას სწორი მენეჯმენტი სჭირდება რაც დარწმუნებული ვარ ჩვენ სარგბო თემს აქვს კიდეც დასახული
-magram
25 ივნისი 2016 22:37
0
კარგები ხართ, გენაცვალეთ თქვენ რა, ცოტა ცოტა დაგვაკლდა, ცოტა დისციპლინა გვაკლდა (შეცდომებს ვგულისხმობ), გაიხარეთ დადებითად ფასდება თქვენი გამოსვლა.
ამაყი ვარ თქვენით
25 ივნისი 2016 21:11
0
- აქაც ცოტა თანხა რომ გამოინახოს და უცხოელი მწვრთნელი მოვიწვიოთ, რაგბისტებისთვისაც და ახალგაზრდა მწვრთნელებისთვისაც ძალიან კარგი იქნებოდა. ამ თაობაში, რამდენიმე ძალიან დიდი მომავლის მქონე რაგბისტია და ... მწვრთნელებიც სხვანაირად ვერ გაიზრდება. კიდევ ერთხელ, მადლობა მთელ გუნდს!
მადლობა ყველას, მაგრამ -
25 ივნისი 2016 20:40
0
კარგია ბოლომდე იბრძოლეს,შედარება არ არის ადრე, საფრანგეთთან წაგებულ შეხვედრებთან
ალეკსანდრე
25 ივნისი 2016 20:37
0
ყოჩაღ ბიჭებო
ჯონდო
25 ივნისი 2016 19:59
0

სიახლეები პოპულარული