18:55 25-06-2016
U20. "უმცროსი ბორჯღალონები" მსოფლიოს ჩემპიონატზე ფრანგებთან დამარცხდნენ [VIDEO]
AutoSharing Option
25 ივნისს, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მე-9 ადგილისთვის შეხვედრა "მანჩესტერ სიტის" აკადემიის მოედანზე ფრანგ თანატოლებთან გამართეს და ანგარიშით 24:27 დამარცხდნენ.
ფრანგებმა უპირატესობის მოპოვება თავიდანვე შეძლეს და ტაიმიც 10:3 მოიგეს. შესვენებამდე 2 წუთით ადრე საჯარიმო გელა აფრასიძემ გაიტანა.
მეორე ტაიმში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამი ლელო დადეს. პირველ ჯერზე მსაჯმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა (63-ე წუთი), მეორედ კი მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ოთარ გიორგაძემ (75) დადო. მესამე ლელო ბოლო წუთზე ლუკა გოგინავამ მიითვალა. სამივე ჯერზე აფრასიძემ გარდასხვა ზუსტად შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის პირველ მატჩში ქართველმა მორაგბეებმა იტალიის 20-წლამდელებს მოუგეს - 18:17, მანამდე კი ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიასთან (7:35), უელსთან (9:10) და ახალ ზელანდიასთან (0:55) დამარცხდნენ.
ჩემპიონატის გამარჯვებული მასპინძელი ინგლისის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ირლანდია 45:21 დაამარხა. 20 წლამდელ მორაგბეთა პლანეტის მომავალი პირველობა კი 2017 წელს საქართველოში გაიმართება.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა:
15. ირაკლი სვანიძე, 14. დავით მესხი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. სანდრო მერკვილიშვილი, 10. ვასილ ლობჟანიძე (კაპ), 9. გელა აფრასიძე, 1. თორნიკე მატარაძე, 2. ლაშა საჯაია, 3. ლაშა ტაბიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ოთარ გიორგაძე, 6. ირაკლი ცხადაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 16. გიორგი ხუროშვილი, 17. უჩა ჭეიშვილი, 18. ლუკა გოგინავა, 19. დემურ ეფრემიძე, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. დავით მოძღვრიშვილი, 22. სანდრო ილურიძე, 23. მირიან მოდებაძე.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
ახალ ზელანდიას რო ახსენებენ პირველი რა გახსენდება რის ასოციაციას იწვევს შენში? კივი გახსენდება თუ რაგბი? ახალი ზელანდია მოსახლეობით დაახლოებით საქართველოს ტოლია 4.471 მილიონი და რაგბში პირველია, რატომ იცით? იმიტმ, რომ რაგბის გარდა არაფერი სპორტი არ არსებობს არ არსებობს ზელანდიელი მოციგურავე და სიგრძეზე მხტომელი არ აქვს ვენს ქვეყანას იმდენი რესურსი, რომ 2000 სპორტის სახეობა გვქონდეს არც მასეთი სპორტული ერი ვართ. უნდა დავაფინანსოთ ის სახეობა, რომელიც წარმატებას აღწევს და უნდა მივმართოთ მაქეთ ადამიანური და ფინანსური რესურსებიც. ფეხბურთში როცა ვიგებთ მიხარია ძალიან ესპანეთთან რო მოვიგეთ (როგორც მოვიგეთ არ მადარდებს მთავარი შედეგია) გიჯივით მიხაროდა, მაგას არ ვგულისხმობ ჩვენ სტაბილურობა არ გვაქ ესპანეთთან მოვიგეთ რუმინეთტან და ესტონეთთან გავნადგურდით, და ყაზახეთს ვერ ვუგებთ მერე გერმანიას ვეთამაშებით "ნა რავნე" და ეგ გვიხარია. ფეხბურთელებმა ხორვაიას კი არ უნდა მიბაძოს ჩვენ არ ვართ ხორვატები ჩვენ ქართველები ვართ და ქართული მენტალიტეტის შესაბამისი მაგალითი უნდა დავუსახელოთ. მივბაძოთ მთელმა ქვეყანამ რ ა გ ბ ი ს !!!!! და მის ფედერაციას მივბაძოთ პროფესიონალიზმში თავდადებაში და საქმისადმი სიყვარულში.
ჩვენ აუცილებლად შევალთ ელიტაში და მერე დიდ ტურნირებსაც მოვიგებთ. მე უფრო მაწუხებს ჩვენი რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდის უსუსურობა. ინფორმაცია იდება ყოველთვის ორი, სამი დღის დაგვიანებით (იმიტომ რომ ბიჭებმა თავგადაკლული მუშაობის შემდეგ შაბათი-კვირა ხომ უნდა დაისვენონ) და ისიც საშინლად მწირი. ერთადერთი "კონკურენტი" ყავთ "ტიარ ტუ რაგბი" ვებგვერდის სახით, სადაც ინფორმაცია გაყინულია უკვე რამდენიმე თვეა. სამარცხვინოა! ნუ დაბლოკავთ, იქნებ შეისმინონ