U20. "უმცროსი ბორჯღალონები" მსოფლიოს ჩემპიონატზე ფრანგებთან დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელშიც 12 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა, გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულა.

25 ივნისს, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მე-9 ადგილისთვის შეხვედრა "მანჩესტერ სიტის" აკადემიის მოედანზე ფრანგ თანატოლებთან გამართეს და ანგარიშით 24:27 დამარცხდნენ.

ფრანგებმა უპირატესობის მოპოვება თავიდანვე შეძლეს და ტაიმიც 10:3 მოიგეს. შესვენებამდე 2 წუთით ადრე საჯარიმო გელა აფრასიძემ გაიტანა.

მეორე ტაიმში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამი ლელო დადეს. პირველ ჯერზე მსაჯმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა (63-ე წუთი), მეორედ კი მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ოთარ გიორგაძემ (75) დადო. მესამე
ლელო ბოლო წუთზე ლუკა გოგინავამ მიითვალა. სამივე ჯერზე აფრასიძემ გარდასხვა ზუსტად შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის პირველ მატჩში ქართველმა მორაგბეებმა იტალიის 20-წლამდელებს მოუგეს - 18:17, მანამდე კი ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიასთან (7:35), უელსთან (9:10) და ახალ ზელანდიასთან (0:55) დამარცხდნენ.

ჩემპიონატის გამარჯვებული მასპინძელი ინგლისის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ირლანდია 45:21 დაამარხა. 20 წლამდელ მორაგბეთა პლანეტის მომავალი პირველობა კი 2017 წელს საქართველოში გაიმართება.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა:
15. ირაკლი სვანიძე, 14. დავით მესხი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. სანდრო მერკვილიშვილი, 10. ვასილ ლობჟანიძე (კაპ), 9. გელა აფრასიძე, 1. თორნიკე მატარაძე, 2. ლაშა საჯაია, 3. ლაშა ტაბიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ოთარ გიორგაძე, 6. ირაკლი ცხადაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 16. გიორგი ხუროშვილი, 17. უჩა ჭეიშვილი, 18. ლუკა გოგინავა, 19. დემურ ეფრემიძე, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. დავით მოძღვრიშვილი, 22. სანდრო ილურიძე, 23. მირიან მოდებაძე.
მკითხველის კომენტარები / 18 /
აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი,თქვენ თუ ნახავთ რაგბისტების ერთმანეთთან დამოკიდებულებას გინდა კლუბში თუ ნაკრებში,და მერე ფეხბურთელების დამოკიდებულებას, დავინახავთ უზარმაზარ სხვაობას - რაგბისტები მართლა მეგობრული სიყვარულით, თავმდაბლობით და პატივისცემით არიან ერთმანეთის მიმართ. ფეხბურთელები კი ძველი უამრავი მაგალითი რო არ მოვიყვანოთ, ბოლო ესპანეთში ჩვენი ნაკრების ვოიაჟისას,თუნდაც ოქრიაშვილის მიმართვა და დამცინავი(ძველბიჭური)დამოკიდებულება ნაკრების ახალ წევრთან, რომელმაც ქართული არ იცის... გულის ამრევია ეს ყველაფერი და ზოგადად ასეთი დამოკიდებულება მოგვდგამს ფეხბურთში 20 წელია და სანამ ასე იქნება შედეგსაც ნუ მოვითხოვთ. "ტრუსებიანი ვითომ ძველიბიჭები" . ყველა ნაკრების წევრს არ ვგულისხმობ...
iolasha
27 ივნისი 2016 16:03
0
მამუკი ქუთათელი.
ახალ ზელანდიას რო ახსენებენ პირველი რა გახსენდება რის ასოციაციას იწვევს შენში? კივი გახსენდება თუ რაგბი? ახალი ზელანდია მოსახლეობით დაახლოებით საქართველოს ტოლია 4.471 მილიონი და რაგბში პირველია, რატომ იცით? იმიტმ, რომ რაგბის გარდა არაფერი სპორტი არ არსებობს არ არსებობს ზელანდიელი მოციგურავე და სიგრძეზე მხტომელი არ აქვს ვენს ქვეყანას იმდენი რესურსი, რომ 2000 სპორტის სახეობა გვქონდეს არც მასეთი სპორტული ერი ვართ. უნდა დავაფინანსოთ ის სახეობა, რომელიც წარმატებას აღწევს და უნდა მივმართოთ მაქეთ ადამიანური და ფინანსური რესურსებიც. ფეხბურთში როცა ვიგებთ მიხარია ძალიან ესპანეთთან რო მოვიგეთ (როგორც მოვიგეთ არ მადარდებს მთავარი შედეგია) გიჯივით მიხაროდა, მაგას არ ვგულისხმობ ჩვენ სტაბილურობა არ გვაქ ესპანეთთან მოვიგეთ რუმინეთტან და ესტონეთთან გავნადგურდით, და ყაზახეთს ვერ ვუგებთ მერე გერმანიას ვეთამაშებით "ნა რავნე" და ეგ გვიხარია. ფეხბურთელებმა ხორვაიას კი არ უნდა მიბაძოს ჩვენ არ ვართ ხორვატები ჩვენ ქართველები ვართ და ქართული მენტალიტეტის შესაბამისი მაგალითი უნდა დავუსახელოთ. მივბაძოთ მთელმა ქვეყანამ რ ა გ ბ ი ს !!!!! და მის ფედერაციას მივბაძოთ პროფესიონალიზმში თავდადებაში და საქმისადმი სიყვარულში.
me
27 ივნისი 2016 10:27
0
უვარგისნი,განუსწავლელნი,მოშურნენი,უდარდელად გულგრილნი,გაუთვლელად წინ ვერ გამხედნი,ურთიერთის გაუგონარნი-ვართ.თითქმის ყველა საკითხში დროის დიდი ინტერვალით ჩამორჩენილნი,ვორლდის მოწინავე ქვეყნებთან შედარებაში.სხვას რომ სთხოვ რაღაც ნოუ ჰაუს დონეს,თვითონაც უნდა წარმოადგენდე დარს მომავლის დამაჩქარებლად.სახსრების ჩადება არ სურს ჩვენს ვაი მთავრობას,საითკენაც არ გახედავ..... თუნდაც ჩვენს მასმედიაში ონლაინ ნორმალურად ტრანსლაციებისათვის,ქართველი ხალხის გულის გასახარად,ყველაფერში წინსასვლელად ,სხვაზე არანაკლებად სადღეღამისო გარჯით, ქართულ გენს და ერს,რომ აძლიერებდა დღემდე მოღწევით,რომ გააძლიერებს მომავალში,იმგვარისა შეგნებული გარჯით,არა მარტო ანაზღაურების გამო,საქართველოს წინსვლისათვის ჯერ და მერე დანარჩენი,მე,ოჯახი,ახლობლები.....ვერ ვდგამთ ეროვნულად წინსვის სწორ ნაბიჯებს,დროულად,თითქმის ყველა საკვანძო საკითხებში....,ვერ ვიკვრებით ერთ მუშტად,ეგოისტები,როცა საჭიროა და სადაც საჭირო არს,მამაფაფათა მიერ ჩვენთვის დატოვილ საარაკო ტერიტორიებს და უძლიერეს ყოფის წესებს, საუკუნეებით გამომუშავებულს ,ვერ ვიყენებთ,ვანიავებთ,ვკარგავთ,ბრმებივით.ქართული ბრძნული ანდაზისა მაგვარად-თურაშაულის ფატრონნი,ტყეში ფანტას ვეძებთ-გონებაჩლუნგად,მუქთახორებივით.ყველაფერშიც -თუნდაც სფორტში:ვამბობდი სანამ დრო არს-იყო,ჩვენთვის სასურველი, საჭირო ქართული შედეგებისს მისაღწევად, და არა უდროოდ -ეხლა,გამოუსწორებლად.ახალზელანდიელი ქოაჩია საჭირო ,ასაკობრივებში-უკვე გუშინ,თუ კი გვსურს რაღაცის მიღწევა რაგბიში მოკლე მომავალში, და მიზნად კი მე ხუთე-მეშვიდე ადგილები უნდა დაგვესახა u-2о უსიკვდილოდ , 2о16 წლის ინგლისურ უორლდშიფში...ან კალათბურთში აუცილებელი ი ყო ენბეას მოქმედი, თუნდაც გუნდის მეორე მწვრთნელის და აუცილებლად სერბზე უფრო წარმატებულის თავის გუნდში, ჩანაცვლება ჩვენი ნაკრების სათავეში.ბეძენი და უკვე მერამდენედ ფიასკო გამოვლილი, მოიყვანეს ევროლიგიდან,და ასე და ამგვარად არასწორი და დროით დაგვიანებული ნაბიჯები იდგმება,თითქმის ყველაფერში,სფორტის მიღმაც-მუშტებს ვიქნევთ,წაგებული ჩხუბების შემდგომ. ეს ეროვნულად უსწავლელობის სინდრომია,როცა უბრძნესი, ყველა დროის ქართველთა გამოთქმა- რაც მოგივა დავითაო,ყველა შენ თავთაო-,ჩვენს, უცოდინართა, დაახშულ ყებამდე,გზას ვერ კვალავს,ყოყლოჩინათა ქაქანით კი-გაგიხარია-ყველაზე წინ ვართ დუნიაზე და ყველა შემთხვევით თუ გააზრებულ გამარჯვებას სარჩულად ვუდებთ- ლაყბობასა იმის და მიუხედავად,ობიექტურია თუ უაზროა-უძვლო ენით გადაცემული ,სხვათა,მითუმეტეს გაგონართათვის, თქმული,თანაც გამოუსწორებლად ნაგვიანებით ნაყოყლოჩარი და ისც მხოლოდ ენით!
Sebastian Chabal.France.
27 ივნისი 2016 07:27
0
ფეხბურთის არც რესურსი გვაქვს, არც სათანადო გულშემატკივარი. რა ფულიც არ უნდა ჩადოს სახელმწიფომ თუ გულშემატკივრის ფული რო არ ემატება უძირო ორმოში ფულის გადაყრას გავს. ურესურსოდ კი არ გვეყოლება არც ექიმები და არც ფიზ. მომზადების მწვრთნელები გვყავს, და არც კონკურენციაა ჩემპიონატში. უკონკურენციოდ, უექიმოდ, უმწვრთნელოდ კი ვერც ახალგაზრდა ფეხბურთელები იზრდებიან. საქართველოში გაზრდილი ბოლო ფეხბურთელი ქეცბაიაა. იმის მერე ყველა უცხოეთში განვითარდა არველაძეების ჩათვლით. გულშემატკივარი კი მინიმუმ ბელგიის დონეს ითხოვს, ისე რო გაღება არაფრის უნდა. კიდეც რო უნდოდეს ბილეთში 5 ლარის გადახდაც არ შეუძლია. მაშინ როცა იმავე ბელგიაში 100 ევრო მაინც ღირს ბილეთი და რეკლამითაც შესდით ფული. შესაბამისად ჩაკეტილი წრეა. შესაბამისად პერსპექტივა ნოლია. ეს ფედერაციაში ძალიან კარგად იციან, მაგრამ რო აღიარონ ფულს არავინ მისცემთ და საჭმელიც მოაკლდებათ. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ტყუილად ფულის გადაყრა არ გვინდა. არ არის საჭირო უპერსპექტივო რამის დაფინანსება.
murtalos და მამუკა ქუთათელს
26 ივნისი 2016 20:04
0
მე ჩვენი მორაგბეების მომალზე არ ვდარდობ.
ჩვენ აუცილებლად შევალთ ელიტაში და მერე დიდ ტურნირებსაც მოვიგებთ. მე უფრო მაწუხებს ჩვენი რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდის უსუსურობა. ინფორმაცია იდება ყოველთვის ორი, სამი დღის დაგვიანებით (იმიტომ რომ ბიჭებმა თავგადაკლული მუშაობის შემდეგ შაბათი-კვირა ხომ უნდა დაისვენონ) და ისიც საშინლად მწირი. ერთადერთი "კონკურენტი" ყავთ "ტიარ ტუ რაგბი" ვებგვერდის სახით, სადაც ინფორმაცია გაყინულია უკვე რამდენიმე თვეა. სამარცხვინოა! ნუ დაბლოკავთ, იქნებ შეისმინონ
sandro
26 ივნისი 2016 15:21
0
რაგბი კიდევ უნდა განვითარდეს საქართველოში და მეტი დაფინანსება მოხდეს.იმიტომ რომ ვაჟკაცური სპორტია და ჩვენი მომავალი თაობები უფრო ჯანსაღი,ძლიერი და სწორად მოაზროვნენი იქნებიან
kkkkkk
26 ივნისი 2016 12:29
0
გავიხარეთ და საქართველოს სულ გამარჯვება ქონებოდეს ფეხბურთში, წყალბურთში, რაგბში, კალათბურთში, და რა თქმა უნდა ჭიდაობების ყველა სახეობებში, აი მაშინ გაბრწყინდება ჩვენი სამშობლო , და მსოფლიოს ხორვატიასავით ეტყვის თავის წარმატებებზე.. გაიგეთ ბოღმიანო ფეხბურთის მტრებო რომ ფეხბურთი არის მსოფლიოს პირველი სახეობა და მას რაგბი ვერასდროს შეცვლის, ამიტომ საჭიროა რომ ფეხბურთში მსოფლიოს პირველ ოცეულში რომ ვიყოთ, და ამისათვის საჭიროა რომ ხორვატიას დავემსგავსოთ ყველა ქართველი და გამარჯვებებიც მალე იქნება ფეხბურთში, ამინ და გამარჯვება ყველა სპორტის სახეობებში გვქონებოდეს ქართველნო.
მამუკი ქუთათელი
26 ივნისი 2016 10:41
0
მეც იმ აზრზე ვარ,რომ ასაკობრივ ნაკრებებს ზელანდიელი მწვრტნელი ჩირდებად,თან მაგალი კლასის,რომ მტელი რაგბი ერტი მიმარტულებიტ განვიტარდეს,რამდენიმე წელში ფრანგებსაც მოვუგებტ და სხვებსაც, ამაში ეჩვი არ მეპარება!
ალეკსანდრე
26 ივნისი 2016 10:04
0
ყველას გვიხარია რაგბის წარმატება,ყველა გიჟს ვგავართ ფეხბურთის გამო!ნუთუ სხვა სპორტის სახეობები კიდევ არ არსებობს?სადაც ტრადიციულად ძლიერნი ვართ-ჭიდაობის ყველა სახეობა ძიუდოს ჩათვლით,ხელბურთი რომელშიც 60 იან წლებში კარგები ვიყავით,კალათბურთი,ფარიკაობა,მშვილდოსნობა და რათქმა უნდა ჭადრაკი!აი სახეობები რომელსაც უნდა ვეთაყვანოთ დღეს!
sano
26 ივნისი 2016 09:12
0
ამ ეტაპზე ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს და ეს უდიდესი თავდადების შედეგია.დასაფასებელია მათი საქმისადმი მიდგომა და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ღირსეული ცვლა ეზრდება პირველ ნაკრებს და ამას საქართველოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ უფრო თვალნათლივ დაგვანახებენ...ეხლა კი ცოტა თემას გადავუხვევ. როდის უნდა დამთავრდეს ფეხბურთს წავართვათ-რაგბს მივცეთ და ა.შ...ფეხბურთს თავისი ადგილი აქვს და რაგბის თავისი. მგონი დღესდღეობით ნომერი პირვლი სპორტი მსოფლიოში ფეხბურთია და მისი თამაშიც რომ შეგვიძლია ესპანეთთან შეხვედრამაც დაადასტურა. როგორც არ უნდა სასეირნოდ გამოსულიყო ევროპის მოქმედი ჩემპიონი, მასთან მოგების გაუფერულებასაც ცდილობს ბევრი თქვენთაგანი. გრცხვენოდეთ. მოდით ფეხბურთს ბევრი აქვს და რასაც წავართმევთ ძიუდოსა და ჭიდაობასაც მივცეთ, თუ ნაკლებად სასახელოა საქართველოსათვის ყველაზე მეტი ოლიმპიური ჯილდოს მომტანი სახეობები? იქნებ ოლიმპიური ოქრო ნაკლებად ფასობს და ნაკლებად გვიცნობს მსოფლიო მათი მძიმე შრომის შედეგად, როცა გათბობა და ცხელი წყალი არა აქვთ ხშირად? თქვენ არა ხართ ქართული სპორტის გულშემატკივრები. შეზღუდული აზროვნების ადამიანნო,ფეხბურთს რომ არ წავართვათ ისე რაგბის მეტად დახმარება არ შეიძლება?ან ძიუდოს, ან ჭიდაობას...თქვენ ახალი შეჯიბრი გაქვთ ბოღმა-კბენა-ღრენაში სადაც გამარჯვებული არ არსებობს, ყველა დაბოღმილ-დაკბენილ-დაღრენილი ხართ და ერთმანეთის მოსმენა გიხარიათ. ...დაუდექით გვერდზე ქართულ სპორტს იმით მაინც, რომ ნეგატივს ნუ გადმოანთხევთ სპორტის იმ სახეობაზე, რომელიც ქართველთა უმეტესობისათვის ყველაზე მეტად საყვარელია, მიუხედავად იმისა , რომ ავადაა. მგონი მოიძებნა წამალი და განიკურნება სულ მალე.
murtalo
26 ივნისი 2016 02:45
0

სიახლეები პოპულარული