საინტერესო, დაძაბული და სიურპრიზების არმია

AutoSharing Option

საქართველოს ჩემპიონატი სტარტს 9 აპრილს აიღებს. ევროპის ერთა თასის გათამაშების დასრულების შემდეგ, მორაგბეები შინაურ ასპარეზზე გადაინაცვლებენ. ჯერ შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართება. მერე, აპრილის დასაწისში, საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან გუნდები ერთმანეთს. 9 აპრილს, კი როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართება.

წლევანდელ გათამაებაში ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა. გორის "თსუ\ლომებზე", რომელმაც შარშან პირველ ლიგაში პირველობა არავის დაუთმო და უმაღლესში აღზევდა, პატრონობა თავდაცვის სამინისტრომ ითავა და ამიერიდან გუნდს "არმია" ერქმევა. გუნდის ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია, მეტიც დებიუტანტებმა სხვადასხვა გუნდებიდან რამდენიმე ძლიერი

მოთამაშე დაიმატეს და, როგორც ჩანს, დიდი ამბიციებიც ექნებათ.

ერთი სიტყვით, "არმიას" პირველვე ტურში სერიოზული გამოცდა ელის. მეტოქე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" იქნება და იმ თამაშში გამოჩნდება, რამდენად მაღალ თამასაზე შეუძლია გადახტომა არმიელთა გუნდს.

ცხადია, თავად "ლოკომოტივი", როგორც ყოველთვის,  ჩემპიონობისთვის იბრძოლებს და გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. რკინიგზელთა უშუალო კონკურენტიც, ვფიქრობთ, არც ამჯერად შეიცვლება. "ლელოს", რომელიც შარშანდელი თასის გათამაშების გამარჯვებული და ვიცე-ჩემპიონია, საკმაოდ გრძელი სათადარიგო სკამი აქვს, ახალი თაობაც ნიჭიერი მოსდის და ეჭვს გარეშეა, რომ ოქროს მედლების მაძიებელთა შორის იქნება.

წესით, საინტერესო გუნდით უნდა წარსდგეს წლეულს ქომაგთა წინაშე რუსთავის "ხარები". ამ გუნდმა შარშანდელი ჩემპიონატის მეორე წრე შესანიშნავად ჩაატარა, საკმოად ლამაზ და გამართულ რაგბის თამაშობდა, რითაც სპეციალისტთა მოწონება და აღიარება დაიმსახურა.


თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ხარებს" სატრანსფერო სეზონზე ყველაზე სოლიდური შევსება აქვს. გუნდს რუმინეთიდან დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების ყოფილი მეორეხაზელი კახაბერ უჩავა. მშობლიური გუნდის დახმარება გადაწყვიტა საფრანგეთიდან დაბრუნებულმა "ბორჯღალოსანთა" ყოფილმა მგეზავმა და ერთ-ერთმა საუკეთესო მექულემ პალიკო ჯიმშელაძემ, რომელიც რუსთავული კლუბის მოთამაშე მწვრთნელი იქნება.

სავარაუდოდ, ჩემპიონობითვის იბრძოლებს ქუთაისის "აიაც". ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ნელ-ნელა იბრუნებს დაკარგულ სახეს და ნებისმიერი გუნდისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ქუთათურებმა განვლილ ორ სეზონში საკმაო გამოცდილება დააგროვეს და თუ წინა წლების შეცდომებს გაითვალისწინებენ,  საქართველოს ჩემპიონატში ფავორიტები იქნებიან.

 

ცხადია, არ შეიძლება თბილისური გუნდების "ყოჩების", "აკადემიისა" და "არმაზის" უგულვებელყოფა. მართალია, თითოეულ მათგანს პრობლემები მიეძალა, მაგრამ სიურპრიზის შემოთავაზება რეალურად ძალუძთ. მოკლედ, მომავალი ჩემპიონატი ძალზედ საინტერესო, მოულოდნელობებით დახუნძლული იქნება, ისე რომ, ქომაგებს მოსაწყენად დრო არ ექნებათ.


I წრე
I ტური, 9 აპრილი
ლოკომოტივი-არმია, ლელო-არმაზი, ყოჩები-აკადემია, აია-ხარები.
II ტური, 16 აპრილი
არმია-ხარები, ლოკომოტივი-ლელო, არმაზი-ყოჩები, აკადემია-აია
III ტური, 30 აპრილი
ლელო-არმია, ყოჩები-ლოკომოტივი, აია-არმაზი, ხარები-აკადემია
IV ტური, 7 მაისი
არმია, აკადემია, ლელო-ყოჩები, ლოკომოტივი-აია, არმაზი-ხარები
V ტური, 14 მაისი
ყოცები-არმია, აია-ლელო, ხარები-ლოკომოტივი, აკადემია-არმაზი
VI ტური, 11 ივნისი
არმია-არმაზი, ყოჩები-აია, ლელო-ხარები, ლოკომოტივი-აკადემია
VII ტური, 18 ივნისი
აია-არმია, ხარები-ყოჩები, აკადემია-ლელო, არმაზი-ლოკომოტივი


II წრე
VIII ტური, 3 სექტემბერი
არმია-ლოკომოტივი, არმაზი-ლელო, აკაემია-ყოჩები, ხარები-აია
IX ტური, 10 სექტემბერი
ხარები-არმია, ლელო-ლოკომოტივი, ყოჩები-არმაზი, აია-აკადემია
X ტური, 17 სექტემბერი
არმია-ლელო, ლოკომოტივი-ყოჩები, არმაზი-აია, აკადემია-ხარები
XI ტური, 24 სექტემბერი
აკადემია-არმია, ყოჩები-ლელო, აია-ლოკომოტივი, ხარები-არმაზი
XII ტური, 1 ოქტომბერი
არმია-ყოჩები, ლელო-აია, ლოკომოტივი-ხარები, არმაზი-აკადემია
XIII ტური, 8 ოქტომბერი
არმაზი-არმია, აია-ყოჩები, ხარები-ლელო, აკადემია-ლოკომოტივი
XIV ტური, 15 ოქტომბერი
არმია-აია, ყოჩები-ხარები, ლელო-აკადემია, ლოკომოტივი-არმაზი

22 ოქტომბერი
გასავარდნი ფინალი (III, IV ადგილზე გასული გუნდები)
შესარჩევი ფინალი (I, II ადგილზე გასული გუნდები)

29 ოქტომბერი
წინასწარი ფინალი

5 ნოემბერი
ფინალი.

 

 

 

 

.

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული