ტრაგედია - გარდაიცვალა "ლელოს" და "მზარდი საქართველოს" 24 წლის მორაგბე

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, 24 წლის ასაკში მორაგბე ელგუჯა სურგულაძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა...

"ტრაგედია!

სრულიად ქართული სარაგბო თემის სახელით სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ 21 მაისს, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა "ლელო სარასენსის" და "მზარდი საქართველოს" მორაგბე, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, გუჯა სურგულაძე!

საქართველოს რაგბის კავშირისა და სარაგბო ოჯახის სახელით თანავუგრძნობთ გუჯას ოჯახსა და მეგობრებს...", - იუწყება რაგბის კავშირის "ფეისბუქის" გვერდი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
გთხოვთ ყურედღება გაამახვილოთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა სპორცმენი იღუპება, ან გულის პრობლემით ხვდება კლინიკაში. ხომ არ არის ეს ყველაფერი დაკავშირებული საკვებ დანამატებთან, ან კიდევ რაიმე სხვა პრეპარატებთან. სერიოზული გამოძიებაა აუცილებელი, რომ ასეთი ფაქტი მეტი აღარ განმეორდეს.
lasha
17:32 22-05-2017
0
სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს და მთელ სარაგბო თემს,დიდი ტრაგედიაა,მაგრამ აქ უკვე სხვა პრობლემა იჩენს თავს,გუნდების სამედიცინო უზრუნველყოფა.რასაც საქართველოს ჩემპიონატეის მატჩებს ვუყურებ,საგრძნობლად გაიზარდა ფიზიკური დატვირთვები,სისწრაფე და შესაბამისად გულზე მოსული დატვირთვაც გაიზარდა.უკვე აუცილებელი ხდება მორაგბეების დაწვრილებითი სამედიცინო გამოკვლევა და სასურველია ეს ბავშვებშიც გაკეთდეს,ყოველ შემთხვევაში პერიოდულად მაინც.გუშინ ვნახე ინტერნეტში დახმარების თხოვნა ,ნორჩი მორაგბის დასახმარებლად,რომელსაც ანევრიზმა გამოუვლინდა,დღეს კი უკვე გარდაცვლილია ახალგაზრდა,პერსპექტიული ბიჭი.არ ვიცი და ვერ ვიტყვი, ეს ტრაგედია რამ გამოიწვია,მაგრამ დიდი დატვირთვის ბრალიც რომ არ იყოს ეს ტრაგედია,რაგბის მესვეურებმა ამ საკითხზე რაღაც ღონისძიებები მაინც უნდა გაატარონ,რათა მომავალში ავირიდოთ თავიდან მსგავსი უბედურებები.
სოსო
13:58 22-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული