საქართველოს ჩემპიონატის გათამაშება პირველლიგელებმა უმაღლესი ლიგის გუნდებთან შედარებით ერთი კვირით ადრე დაიწყეს. აქ, ისევე როგორც შარშან, წლეულსაც უმაღლესი ლიგის საგზურისთვის რვა გუნდი იბრძოლებს. მათ შორის ოთხი გუნდი რეგიონიდანაა, "ბათუმი XV", ოზურგეთის "არწივები", ქუთაისის "ბაგრატი" და ფოთის "რაინდები". ოთხიც კი თბილისური გუნდია, "ხულიგანა", "დევები", "თიბისი" და "ჯიქები".
"ჯიქები", რომელიც პირველ ლიგაში დებიუტანტია, საკმაოდ სოლიდური, ახალგაზრდული გუნდია და მიზნად უმაღლეს ლიგაში წლეულსვე გადასვლა აქვს დასხული. მწვრთნელის გიორგი ამირხანაშვილის ამ კლუბში მისვლით გუნდმა საგრძნობი პროგრსი განიცადა და აგერ პირველ ტურში, სტუმრად სძლია ერთ-ერთ
"ჯიქების" მეტოქე მომდევნო ტურში "ხულიგანა" იქნება, რომელიც უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას დიდი ხანია ცდილობს. მამუკა ტყეშელაშვილის სამწყსომ პირველ ტურში შინ დაამარცხა ფოთის "რაინდები" - 52:0.
უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად იბრძოლებს "ბათუმი XV", რომელმაც შინ ოზურგეთის "არწივები" გაანადგურა - 144:3. ბათუმელები მეორე ტურშიც საკუთარ მოედანზე ითამაშებენ და ქუთაისის "ბაგრატს" დაუპირისპირდებიან.
კიდევ ერთ შეხვედრაში "თი ბი სი"-მ 38:8 მოუგო "დევებს".
I ტური
თი ბი სი-დევები 38:8, ხულიგანა-რაინდები 52:0, ბაგრატი-ჯიქები 5:39, ბათუმი XV-არწივები 144:3
სატურნირო მდგომარეობა
1. ბათუმი XV - 2 ქულა, 2. ხულიგანა - 2, 3. ჯიქები - 2, 4. თიბისი - 2, 5. დევები - 0, 6. ბაგრატი - 0, 7. რაინდები - 0, 8. არწივები - 0.
II ტური
არწივები-დვები, ბათუმი XV-ბაგრატი, ჯიექბი-ხულიგანა, რაინდები-თი ბი სი