რუსთავში მშენებლობა დაიწყო

AutoSharing Option
გუშინ რუსთავში სარაგბო კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. სტადიონი მე-18 მიკრორაიონში, 5 ჰექტარზე აშენდება.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია თითო მინდვრისაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედნების მოწყობა. გაკეთდება ასევე ერთი მოედანი ქვიშის რაგბისთვის. მშენებლობა წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს.

ორივე მოედანთან აშენდება ტრიბუნები. მინდვრისსაფარიანი სტადიონი სამი ათას მაყურებელს დაიტევს, ხელოვნურსაფარიანი - ათასს. აღსანიშნავია, რომ უკვე დაწყებულია კიდევ სამი სტადიონის მშენებლობა. თბილისში, დიდ დიღმის ტერიტორიაზე სარაგბო კლუბ ლელოს სტადიონი შენდება. პროექტით გათვალისწინებულია ერთი ხელონური და ერთიც მინდვრისსაფარიანი მოედნების მოწყობა. ტრიბუნები ათას მაყურებელზეა გათვლილი.

შესანიშნავი ბაზა შენდება
ასპინძაში, სადაც ერთი ბუნებრვსაფარიანი მოედანი გაკეთდება ტრიბუნებით, რომელიც 500 მაყურებელს დიტევს. იქვე აშენდება სასტუმროც.

ორი მოედანი გაკეთდება მარტყოფშიც - ერთი ხელოვნური საფარით, ერთიც ბუნებრივით. სტადიონის ტრიბუნები 700 მაყურებელზეა გათვლილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული