პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია თითო მინდვრისაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედნების მოწყობა. გაკეთდება ასევე ერთი მოედანი ქვიშის რაგბისთვის. მშენებლობა წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს.
ორივე მოედანთან აშენდება ტრიბუნები. მინდვრისსაფარიანი სტადიონი სამი ათას მაყურებელს დაიტევს, ხელოვნურსაფარიანი - ათასს. აღსანიშნავია, რომ უკვე დაწყებულია კიდევ სამი სტადიონის მშენებლობა. თბილისში, დიდ დიღმის ტერიტორიაზე სარაგბო კლუბ ლელოს სტადიონი შენდება. პროექტით გათვალისწინებულია ერთი ხელონური და ერთიც მინდვრისსაფარიანი მოედნების მოწყობა. ტრიბუნები ათას მაყურებელზეა გათვლილი.
შესანიშნავი ბაზა შენდება
ორი მოედანი გაკეთდება მარტყოფშიც - ერთი ხელოვნური საფარით, ერთიც ბუნებრივით. სტადიონის ტრიბუნები 700 მაყურებელზეა გათვლილი.