დაწინაურდნენ "ბათუმი", "ჯიქები" და "თი ბი სი"

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართა. პირველი მარცხი იწვნია გათამაშების ერთ-ერთმა სავარაუდო ფავორიტმა თბილისის "ხულიგანამ". მამუკა ტყეშელაშვილის სამწყსომ ვერაფერი გააწყო პირველ ლიგაში წლეულს დაწინაურებულ თბილისის "ჯიქებთან" - 10:33.

"ჯიქებმა", დებიუტანტის კვალობაზე, ასპარეზობა წარმატებულად დაიწყეს. ორი მატჩიდან ორი გამარჯვება შესანიშნავი შედეგია და სერიოზული განაცხადია უმაღლეს ლიგაში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლაში.

გიორგი ამირხანაშვილის ბიჭები მომდევნო, მესმე ტურში "თი ბი სი"-ს დაუპირისპირდებიან, რომელიც ორი ტურის შემდეგ ასევე დაუმარცხებელია. ამ გუნდმა მეორე ტურში სტუმრად მოუგო ფოთის "რაინდებს".

"ჯიქებს", როგორც ჩანს, სერიოზულ კონკურენციას
უმაღლესი ლიგიდან დაქვეითებული "ბათუმი XV" გაუწევს. ბათუმელებმა შინ დამაჯერებლად სძლიეს საკმაოდ ძლიერ ქუთაისის "ბაგრატს" - 31:7 და დაგროვილი ქულების უკეთესი სხვაობის წყალობით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგანან. შავიზღვისპირელებს მესამე ტურში უძნელესი გამოცდა ელით, ისინი თბილისში "ხულიგანას" ეთამაშებიან. "ბათუმი XV"-ს ნამდვლი ძალაც ამ თამაშში გამოჩნდება.

ტურის მეოთხე მატჩში თბილისის "დევებმა" სტუმრად, დიდი ანგარიშით დაამარცხეს ოზურგეთის "არწივები" - 64:14.

II ტური
ჯიქები-ხულიგანა 33:10, არწივები-დევები 14:64, რაინდები-თი ბი სი 3:15, ბათუმი XV-ბაგრატი 31:7
სატურნირო მდგომარეობა
1. ბათუმი XV - 4 ქულა, 2. ჯიქები - 4, 3. თი ბი სი - 4, 4. ხულიგანა - 2, 5. დევები - 2, 6. ბაგრატი - 0, 7. რაინდები - 0, 8. არწივები - 0

III ტური

ბაგრატი-არწივები, ხულიგანა-ბათუმი XV, თი ბი სი-ჯიქები, დევები-რაინდები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული