რკინიგზელებმა "ლიბერთი თასის" გათამაშების მეოთხედფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, ჩემპიონატის დებიუტანტ "არმიასთან" მატჩში რევანში აიღეს. "ლოკომოტივმა" შესანიშნავად ითამაშა, ყველაზე გამორჩეული კი ჰეთ თრიკის შემსრულებელი, მეორეხაზელი დავით ჩიტიძე იყო.
ლოკომოტიველებმა მომდევნო მეტოქესთან, "ლელოსთან" ურთიერთშეხვედრებში წარუმატებელი ცხრამატჩიანი სერია, შარშანდელი ჩემპიონატის ფინალში შეწყვიტეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონები წლეულს უფრო სოლიდურად გამოიყურბიან, ვიდრე შარშან. ამასთან,
ეს სამეული "ლოკომოტივს" ვერც "ლელოსთან" მატჩში დაეხმარება. თასის მფლობელებმა პირველ ტურში "არმაზი" დაამარცხეს იოლად -36:12. ლელოელთა თამაშის სტილი არ შეცვლილა. შერკიენაბასთან ერთად აქტიურია უკანა ხაზიც, რომელიც მგეზავის ლაშა ხმალაძის დაბრუნების შემდეგ ისევ მძლავრად ათამაშდა. საბოლოოდ გამოჯანმრთელება ვერ შეძლო გარემარბმა ალექსანდრე თოდუამ, რომლის არყოფნა გუნდს ნამდვილად აკლია.
პირველ ტურში გამარჯვებულთა მეორე წყვილი თბილისის "აკადემია" და ქუთაისის "აიაა". აკადემიელებმა პირველ ტურში ურთულეს ბრძოლაში დაამარცხეს "ყოჩები" - 19:15. პაატა ნარიმანაშვილის სამწყსომ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და არანაკლებ მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ თამაშის წინ კარგი განწყობა შეიქმნეს. თბილისურ გუნდს, შარშანდლისგან განსხვავებით, მოკლე სათადარიგო სკამის პრობლემა აღარ აწუხებთ და მისგან ნებისმირეი სიურპრიზია მოსალოდნელი.
"აიამ" აქამდე ზედიზედ ორჯერ ითამაშა შინ რუსთავის "ხარებთან" და ორივეჯერ მშრალი ანგარიშით დაამარცხა. უნდა ვივარაუდოთ, რომ წლეულს ქუთაისური გუნდის დაცვა ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. ქუთათურთა გუნდი არც შეტევის ორგანიზებაში ჩამორჩება ვინმეს. "აია" წლეულს "ყოჩებიდან" გადაბარგებული მესამეხაზელით, ირაკლი დგებუაძით გაძლიერდა.
"აიასთვის" ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი, საფრანგეთიდან მობრუნებული შუამარბი ირაკლი გიორგაძეა, რომელიც ბესიკ ხამაშურიძესა და ირაკლი ჩხიკვაძესთან ერთად საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთ საუკეთესო უკანა ხაზს ქმნის.
საკმაოდ საინტერესო ბრძოლაა მოსალოდნელი დებიუტანტ "არმიასა" რუსთავის "ხარების" დაპირისპირებაში. ორივე გუნდმა ჩემპიონატი მარცხით დაიწყო და, ცხადია, ყველაფერს იღონებენ პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად.
"არმია", მიუხედავად იმისა, რომ ახალი, ჯერ კიდევ შეუთამაშებელი გუნდია, საკამოდ სერიოზულ ძალას წარმოაგენს. საქართველოს ნაკრების წევრები ბიძინა სამხარაძე, ირაკლი ნატრიაშვილი და ჯაბა ბრეგვაძე წამყვანი მოთამაშეები არიან, თუმცა გუნდში სხვაც ბევრია ისეთი მოთამაშე, რომელთაც ლიდერობის უნარი შესწევს.
რუსთავული კლუბი წლეულს ორი გამოცდილი მოთამაშით, პალიკო ჯიმშელაძითა და კახაბერ უჩავათი გაძლიერდა, თუმცა გუნდს, ჯერ ეს არ დატყობია.
დიდ დიღომში, "ვისოლის" სტადიონზე, "ყოჩები" პირველ ტურში კიდევ ერთ ხელმოცარულ გუნდს - "არმაზს" დაუპირისპირდება. "ყოჩები" წლეულს ბევრმა წამყვანმა მორაგბემ დატოვა და საგრძნობლად დასუსტდა. უკეთეს მგომარეობაში არც "არმაზია". გუნდები, თითქმის ტოლ-სწორნი არიან და, წესით, მათ შორის, საკმაოდ დაძაბული, საინტერესო ბრძოლა უნდა შედგეს.
II ტური
ლოკომიტივი-ლელო, აკადემია-აია, არმაზი-ყოჩები, არმია-ხარები
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. აია 1 1 0 0 +35 2
2.ლელო 1 1 0 0 +24 2
3.ლოკომოტივი 1 1 0 0 +10 2
4.აკადემია 1 1 0 0 +4 2
5.ყოჩები 1 0 0 1 -4 0
6.არმია 1 0 0 1 -10 0
7.არმაზი 1 0 0 1 -24 0
8.ხარები 1 0 0 1 -35 0