"აკადემია" - აღმოჩენა და ავტორიტეტების რისხვა

AutoSharing Option
აკადემია-ლელო 30:19
აკადემია (15-9) ი.დავითაშვილი, გოგოლაშვილი, წასიძე, მოლოდინაშვილი, ჭუაძე, მარგიანი, ქოპილაშვილი. (1-8) ზაქაშვილი (დიაკონიძე 41), მეკოკიშვილი, ღამბაშიძე, ნებულიშვილი, გაჩეჩილაძე, ნიბლაძე, გოგოლაძე (მაღლაკელიძე 56), ჩხიკვაძე (მოსეშვილი 53)
3ლ: მეკოკიშვილი (2), ქოპილაშვილი. 3გ,3ს: მეკოკიშვილი
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ზაალიშვილი, ანდღულაძე, ლომინაძე (კორკელია 41), ჯოგლიძე, მჭედლიშვილი (ჭინჭარაული 76), კაჭარავა. (1-8) სანიკიძე (გაბელია 75), ჭყონია, სუჯაშვილი, კოლელიშვილი (სურგულაძე 60), ი.დაუშვილი (აზალაძე 41), მძინარიშვილი, დ.დაუშვილი, ჯვარშეიშვილი (სარდანაშვილი 31)
ლ: მჭედლიშვილი. 4ს,გ: ყიასაშვილი
მსაჯი: მ.ჩაჩუა

საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურში ერთი შეხვედრა გაიმართა და ისიც სენსაციურად
დასრულდა. ან იქნებ, ეს სულაც არ იყო სენსაცია? "აკადემიამ", რომელიც მუდამ ბრძოლისუნარიანიბით და ჟინიანი თამაშით გამოირჩეოდა, ზედიზედ ორი ფავორიტი დაამარცხა. წინა, მე-6 ტურში აკადემიელებმა საქართველოს ჩემპიონ "ლოკომოტივს" მოუგეს, ამჯერად კი თასის მფლობელი "ლელო" გააწბილეს - 30:19.

მანამდე პაატა ნარიმანაშვილის სამწყსომ კიდევ ერთ ფავორიტ "არმიასთან" ითმაშა ფრედ 22:22, თუმცა იმ თამაშის მოგებაც შეეძლოთ. ერთადერთი, ვისაც მათ სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს აქამდე დაუმარცხებელი, გათამაშების ლიდერი ქუთაისის "აია" იყო.

ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ "აკადემიამ" თავისი თამაში იპოვა, გუნდი, რომელიც მთლიანად ამ კლუბის აღზრდილებითაა დაკომპლექტებული, საკმაოდ მრისხანე ძალად ჩამოყალიბდა და მიმდინარე ჩემპიონატში რეალურად შესწევს ძალა მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. ცხადია, გუნდში, საქმე იდეალურად აწყობილი არ არის, ხარვეზი და სუსტი წერტილები "აკადემიას" საკმარისი აქვს, თუმცა ამჟამად დადებითი უფრო მეტია და ეს თამაშზეც აისახა.

თამაში "აკადემიამ" ძალიან ქტიურად დაიწყო, იგრძნობოდა, რომ გუნდის განწყობა, შემართება მხოლოდ გამარჯვებისკენ იყო მიმართული და თითოეულმა მოთამაშემ არაფერი დაიშურა მიაზნის მისაღწევად. ანგარიში აკადემიალებმა მე-7 წუთზე გახსნეს. ისინი მეტოქის 22-მეტრიან ზონაში მარცსენა ფრთიდან უტევდნენ. ლელოელები მოწინააღმდეგის მორკინალების მიძალებას მხოლოდ წესის დარღვევით უმკლავდებოდნენ. არბიტრმა ისინი ორჯერ დააჯარიმა, თუმცა "აკადემიამ" კარში დარტყმას საჯარიმის გათამაშება ამჯობინა და არც შემცდარა. მირიგი მოკლე დრტყმით შერკნების კვაჭმა ბექა მეკოკიშვილმა, რომელიც ზოგადად რაგბში უნიკალური მოვლენაა, ლელოში შეაღწია. მისი უნიკალურობა კი იმაში გამოიხატება, რომ გუნდის მთავარი დამრტყმელია. ბექამ ლელო თვითონვე გარდასახა და თავისი გუნდი დააწინაურა - 7:0. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეკოკიშვილი ამ მატჩის გმირად იქცა - "აკადემაის" 25 ქულა შესძინა.

"ლელო", ცხადია, მეტოქის ასეთ კადნიერებას არ ელოდა. ყველანაირად ცდილობდა მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ ეს ტაიმის მე-20 წუთამდე ვერაფრით მოახერხა. სწორედ მატჩის ამ მონაკვეთში შეძლეს ლელოელებმა პირველად მოწინააღმდეგის ნახევარზე გადასვლა და ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

ნელ-ნელა ლელოელებმა მეტოქის აღტყინება ჩააცხრეს და მალე ინიციატივაც ხელთ იგდეს. 26- წუთზე მათ საკმაოდ ეფექტური იერიში წამოიწყეს, რომელიც ლელოთი დასრულდა. "აკადემიას" 22-მეტრიან ზონასთან აგდებული დერეფანი "ლელომ" სუფთად მოიგო, ბურთი პირველხაზელ მიხეილ სუჯაშვილს მიაწოდეს, რომელმაც ხაზი გაჭრა და რამდენიმე მტრით წინ წაიწია, მერე ბურთი ყიასაშვილმა აიტაცა და მეტოქის ლელომდე რვა მეტრში შებოჭეს. ლელოელემა მორკინალებმა რაკიდან რამდენიმე მოკლე დარტყმა განახორციელეს და მერე ცხრა ნომრემა გიორგი კაჭარავამ ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე მეგზავ უჩა მჭდლიშვილს გადააწოდა, რომელმაც ცრუ მანევრით მეტოქეს გვერდი აუარა და ლელო კარის ძელთან გაიტანა, ყიასაშვილმა გარდასახა, მანვე ტაიმის მიწურულს ერთი საჯარიმოც მიითვალა და პირველი ნახევარი "ლელომ" 13:7 მოიგო.

შესვენების შემეგ "აკადემიამ" მეტოქეს კიდევ უფრო შეუპოვარი, უკომპრომისო ბრძოლა გაუმართა. ტაიმის დებიუტში გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს - 16:10. 55-ე წუთიდან მოყოლებული კი, მოედანზე ყველაფერი მხოლოდ ერთ გუნდს გამოსდიოდა.

"აკადემიამ" ჯერ მეკოკიშვილის საჯარიმოთი შეამცირა ანგარიში, მერე კი, 59-წუთზე დაწინაურებაც მოახერხა. მათ მეტოქის ლელოდან 40 მეტრში დერეფნიდან მოლი ააგორეს და 35 მეტრი გაიარეს, იქ თამაში რაკში გადავიდა, მორკინალების რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ, ბურთი ცხრა ნომერმა გიორგი ქოპილაშვილმა აიტაცა და მოწინააღმდეგის ლელოში გადადო. გარდასახვა მეკოკიშვილმა გაიტანა - 20:16.

მომდევნო ათ წუთში გუნდებმა ისევ თითო ლელო გაცვალეს - 23:19 და დადგა გადამწყვეტი, დასკვნითი ათი წუთი. მატჩის ამ მონაკვეთში ორივე გუნდს მიეცა ლელოს გატანის შანსი. ლელოელებმა ის ვერ გამოიყენეს, "აკადემიას" ჩათვლის მოედანთან ერთ მეტრში რაკში ბურთი დააყოვნეს და დაჯარიმდნენ.

აი, მათმა მეტოქემ კი შანსი ხელიდან არ გაუშვა. თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, "ლელოს" ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა სრულიად უხიფათო ვითარებაში ბურთი ვერაფრით მოიხელთა და გვერდით ხაზს იქით გადაუვარდა. "აკადემიამ" დერეფანი სუფთად მოიგო, თუმვა მოლის დაყენება ვერ მოახერხა. მორკინალების ორი მოკლე დარტყმის შემდეგ, ისევ მეკოკიშვილმა იყოჩაღა. მისი მიძალება ლელოელებმა ვარ შეაჩერეს და აკადემიელთა საუკეთესო მოთამაშემ გამარჯვების ლელო მიითვალა, რომელიც თვითონვე გარადსახა - 30:19.

VII ტური
29 ივნისი
არმაზი-ლოკომოტივი
30 ივნისი
აია-არმია
25 აგვიტო
ხარები-ყოჩები

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1.აია 6 6 0 0 +95 12
2.არმია 6 4 1 1 +21 9
3.აკადემია 7 3 2 2 +8 8
4.ლელო 7 4 0 3 +36 8
5.ლოკომოტივი 6 3 0 3 +18 6
6.არმაზი 6 2 1 3 -27 5
7.ხარები 6 1 0 5 -66 2
8.ყოჩები 6 0 0 6 -85 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული