ჩემპიონობისთვის მებრძოლი ათეული გაირკვა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი შვიდკაცა რაგბიში წლეულს სამ ეტაპად თამაშდება. ორი ეტაპის შეხვედრები უკვე გაიმართა. ამ ტურნირებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით ის საუკეთესო ათი გუნდი გამოვლინდა, ბოლო, მესამე ეტაპზე ჩემპიონობისთვის რომ იბრძოლებს.

ორი ეტაპზე ყველაზ ემეტი ქულა "ბათუმი XV"-მა და თბილისის "ვისოლი\ყოჩებმა"დააგროვეს - 36-36. მესამე ადგილზე ქუთაისის "აიაა" - 32. მხოლოდ ერთე ტაპზე იასპარეზეს, მაგრამ ფინალურ სტადიაზე მაინც მოხვდნენ საქართველოს თასის გათამაშების წლევანდელი ფინალისტები, "ლელო" და "ლოკომოტივი". "ლელომ" 10 ქულა დააგროვა, "ლოკომოტივმა" კი - 14.

ამრიგად, ფინალურ სტადიაზე, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება, იასპარეზებენ :
"ბათუმი XV", თბილისის "ვისოლი\ყოჩები", ქუთაისის "აია", თბილისის "აკადემია", ქუთაისის "ბაგრატი", თბილსის "ხულიგანა", თბილისის "ლოკომოტივი", რუსთავის "ხარები", თბილისის "ლელო" და ფოთის "რაინდები".

ორი ეტაპის ჯამი:

1. ბათუმი XV - 36 ქულა, 2. ვისოლი\ყოჩები - 36, 3. აია -32, 4. აკადემია - 28, 5. ბაგრატი - 24, 6. ხულიგანა - 24, 7. ლოკომოტივი - 16, 8. ხარები - 14, 9. ლელო - 10, 10. რაინდები - 10, 11. არწივები - 10, 12. ივერია - 10, 13. დევები - 10, 14. თსუ\ლომები - 6, 15. თიბისი - 4.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული