ფინალური ათეული გარკვეულია

AutoSharing Option
საქართველოში სარაგბო სეზონი შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის მეორე ეტაპით განახლდა. შეჯიბრებაში, რომელიც "ავჭალის" სტადიონზე გაიმართა, ათმა ქართულმა კლუბმა იასპარეზა.

საინტერესოა, რომ მეორე ეტაპი შვიდკაცა რაგბის მრავალგზის ჩემპიონმა თბილისის "ყოჩებმა" მოიგო, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში შვიდიდან შვიდი წაგება აქვს და პირველ ლიგაში დაქვეითების საფრთხე ამუქრება. "ყოჩებმა" ფინალში დაძაბულ ბრძოლაში "ლელოს" სძლია - 26:21.

გაირკვა იმ ათი გუნდის ვინაობა, რომლებიც მესამე, ფიანალურ ეტაპზე ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს, ესენია: ბათუმი XV, ყოჩები, ლოკომოტივი, ლელო, ხულიგანა, თიბისი, ხარები, არმია, ბაგრატი, რაინდები.

II ეტაპი
A ჯგუფი
ლოკომოტივი-რაინდები 0:34, თიბისი-რაინდები 12:12, ლოკომოტივი-თიბისი 0:31.

B ჯგუფი
ბათუმი XV-არწივები 54:5, ხარები-არწივები 57:5, ბათუმი XV-ხარები 24:14.

C ჯგუფი
ხულიგანა-ლელო 5:21.

D ჯგუფი
ბაგრატი-ყოჩები 0:45.

IX ადგილისთვის
ლოკომოტივი-არწივები 15:14.

მეოთხედფინალი
ლელო-ბაგრატი 31:0, ყოჩები-ხულიგანა 28:7, რაინდები-ხარები 12:7, ბათუმი-თიბისი 21:7.

V-VIII ადგილები
ხულიგანა-ხარები 12:17, ბაგრატი-თიბისი 7:19.

V ადგილისთვის
ხარები-თიბისი 36:7.

I-IV ადგილები
ლელო-ბათუმი 19:15, ყოჩები-რაინდები 31:0.

ფინალი
ყოჩები-ლელო 26:21.

საბოლოო მდგომარეობა
1. ბათუმი XV - 30 ქულა, 2. ყოჩები - 24, 3. ლოკომოტივი - 24, 4. ლელო - 24, 5. ხულიგანა - 22, 6. თიბისი - 22, 7. ხარები - 22, 8. არმია - 20, 9. ბაგრატი - 20, 10. რაინდები, 11. აია - 18, 12. აკადემია - 16, 13. არწივები - 6, 14. დევები - 2.

ფინალში გავიდნენ: ბათუმი XV, ყოჩები, ლოკომოტივი, ლელო, ხულიგანა, თიბისი, ხარები, არმია, ბაგრატი, რაინდები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული