"ბათუმი" უმაღლესში დაბრუნდა

AutoSharing Option
დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის გათამაშება პირველ ლიგაში. შესანიშნვად იასპარეზა "ბათუმი XV"-მა, რომელმაც შეჯიბრება დაუმარცხებლად განვლო, 14 თამაშიდან ყველა მოიგო, პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შთამბეჭდავი შედეგის მიუხედავად ბათუმური გუნდის "უმაღლესში ჩარიცხვის" საკითხი ბოლო ტურამდე გაურკვეველი იყო, რადგან უხალოეს მდევარ თბილისის "ჯიქებს" მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა განცდილი. ბოლო ტურში სწორედ ლიდერების ბრძოლა შედგა. თამაში ბათუმში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 11:6.

"ჯიქები", რომელიც შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ყველაზე ახალგაზრდული გუნდია, საბოლოოდ მეორე ადგილს
დასჯერდა, თუმცა უმაღლეს ლიგაში აღზევების შანსი ჯერაც არ დაუკარგავს - წინ გადათამაშების ორი მატჩი ელის უმაღლეს ლიგაში ბოლოსწინა ადგილზე გასულ თბილისის "აკადემიასთან" და წარმატების შემთხვევაში, უძლიერესთა შორის სწორედ მის ადგილს დაიკავებს.

I ლიგა. XIV ტური
ხულიგანა-დევები 24:6, არწივები-თიბისი 25:32, ბათუმი XV-ჯიქები 11:6, ბაგრატი-რაინდები 24:18.

სატურნირო მდგომარეობა
1. ბათუმი XV - 28 ქულა, 2. ჯიქები - 24, 3. თიბისი - 17, 4. ხულიგანა - 16, 5. ბაგრატი - 9, 6. დევები - 8, 7. რაინდები - 6, 8. არწივები - 2.

გადასასვლელი
22 ოქტომბერი
ჯიქები-აკადემია

29 ოქტპმბერი
აკადემია-ჯიქები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული