16 ივნისს საქართველოს შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატი იწყება

AutoSharing Option
16 ივნისიდან შვიდკაცა რაგბის საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება. ტურნირი, რომელშიც 12 გუნდი იასპარეზებს, სამ ეტაპად გაიმართება და ჩემპიონის ტიტულს ის მოიპოვებს, ვინც სამი ეტაპის ჯამში ყველაზე მეტ სარეიტინგო ქულას დააგროვებს.

უმაღლესი ლიგის 10 გუნდიდან ასპარეზობაში მხოლოდ 8 ჩაერთვება. ჩემპიონატში თამაშზე უარი თქვეს "არმიამ" და რუსთავის "ხარებმა". მათ ნაცვლად პირველი ლიგიდან ქუთაისის "ბაგრატთან" და თბილისის "ხულიგანასთან" ერთად ფოთის "რაინდები" და ოზურგეთის "არწივები" ითამაშებენ.

მეორე ეტაპი ერთი კვირის თავზე გაიმართება, მესამე კი 14-15 ივლისს.

A ჯგუფი: ბათუმი, ხულიგანა, რაინდები, ლელო, აკადემია, ჯიქები
B ჯგუფი: ლოკომოტივი, ყოჩები, ბაგრატი, აია, არწივები, არმაზი.

შვიდკაცას ჩემპიონატი 12 გუნდით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული