"აიას" მეორე მარცხი

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ლიდერმა, ქუთაისის "აიამ" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. ქუთათურებმა ამჯერად ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე თბილისის "აკადემიასთან" წააგეს - 11:18.

აკადემიელებმა ამ მატჩში შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს. დაცვაში თავდადებით, რაც მთავარია, ტაქტიკურად გამართულად ირჯებოდნენ და პირველ ტაიმში მეტოქეს მხოლოდ სამი ქულის აღების საშუალება მისცეს.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისელი მორაგბეები ბევრ შეცდომას უშვებდნენ, რაც აკადემიელებმა მაქსიმალურად გამოიყენეს. ისევე, როგორც წინა ტურის მატჩში "არმაზთან", ქუთათურები ამჯერადაც ხშირად არღვევდნენ წესს. "აკადემიას" შერკინების კვაჭმა ბექა მეკოკიშვილმა "აიას" კარში შვიდი საჯარიმო დაარტყა და ექვსი გაიტანა. ამათგა სამი საკმაოდ
შორიდან, თითქმის ცენტრიდან.
პირველი ტაიმი "აკადემიამ" 9:3 მოიგო. ანგარიში "აიას" მგეზავმა გაგა სინაურიძემ საჯარიმოთი მე-10 წუთზე გახსნა, რაზეც მეკოკიშვილმა ტაიმის ბოლომდე სამით უპასუხა.

მეორე ნახევარში "ტაისონამ", როგორც უკვე ვთქვით, კიდევ სამჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. თამაშის დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე "აიამ" ლელოს გატანა შეძლო. ქუთაისელთა საკმაოდ ლამაზი, მრავალფაზიანი შეტევა "აკადემიამ" საკუთარი ლელოს მისადგომებთან წესის დარღვევით შეაჩერა. "აიამ" საჯარიმო იქვე გაითამაშა, მორკინალთა პირველ დარტყმას მალევე მეორეც მოჰყვა და მესამეხაზელმა გელა შალამბერიძემ ჩათვლის მოედანში შეაღწია. შეცვლაზე შესულმა ლევან შარვაშიძემ ვერ გარდასახა - 11:18.

ვითარება უკიდურესად დაიძაბა. "აიას" მატჩის გადარჩენისთვის მცირე დრო ჰქონდა. "აკადემია" არ შედრკა და ლიდერის დამარცხებით სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოისწორა.


აია-აკადემია 11:18

აია (15-9) ხამაშურიძე (შარვაშიძე 60), გოგლიჩიძე, ი.ჩხიკვაძე, აშვეთია, აბრამიძე, სინაურიძე (გოშაძე 72), როხვაძე (გოგია 30). (1-8) ლომიძე (ტ.ჩხიკვაძე 65), სხულუხია (მატკავა 70), გურეშიძე (ერისთავი 72), იობიძე, მეტრეველი, რევიშვილი, გ.შალამბერიძე, თხელიძე.
ლ: გ.შალამბერიძე. 2ს: სინაურიძე.
სინბინი: ტ.ჩხიკვაძე

აკადემია (15-9) ი.დავითაშვილი, მარგიანი, წასიძე, მოლოდინაშვილი, კიზირია, ელიზბარაშვილი, ქოპილაშვილი. (1-8) ფირცხალაიშვილი (ზაქაშვილი 59), მეკოკიშვილი, ღამბაშიძე, ნებულიშვილი, გელაძე, ნიბლაძე, ნ.ჩხიკვაძე (ჩაჩუა 50), მჭედლიძე (ბერძული 70).

მსაჯი: თ.ჩერგოლეიშვილი


X ტური
ბათუმი XV -არმაზი 27:13, ვისოლი\ყოჩები-ხარები 32:16

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 10 8 0 2 +154 16
2. აია 10 7 0 3 +55 14
3. ყოჩები 10 6 1 3 +59 13
4. ლოკომოტივი 10 6 0 4 +59 12
5. არმაზი 10 4 0 6 -92 8
6. აკადემია 10 3 1 6 -27 7
7. ხარები 10 3 0 7 -128 6
8. ბათუმი XV 10 2 0 8 -83 4


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული