უზაუტო-ჯეო სარაგბო კლუბ ივერიას სპონსორია

AutoSharing Option
კორეულ ავტომობილ "დეუს" ოფიციალური დილერი საქართველოში "უზაუტო-ჯეო" სარაგბო კლუბ "ივერიას" სპონსორი გახდა. ამასთან დაკავშირებით გუშინ"დეუს" ცენტრში პრეზენტაცია გაიმართა.

შავკატჟონ ნაზაროვი, "უზაუტო-ჯეოს" გენერალური დირექტორი:

"სარაგბო კლუბ თბილისის "ივერიას" ხელმძღვანელობა ორი თვის წინ გავიცანით. ამ დროის განმავლობაში გუნდის რამდენიმე თამაში ვნახეთ. ისევე როგრც ჩვენი კომპანიაა ახალი შემოსული საქართველოში, "ივერიაც" ახალი გუნდია, ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეებით დაკომპლექტებული. მოვიხიბლეთ მწვრთნელთა მუშაობით, ისინი მაღალი დონის პროფესიონალები არიან, გამოირჩევიან შრომისმოყვარეობითა და დასახული მიზნისკენ სწრაფვით.

რადგან ქართულ ბაზარზე ახალი შემოსულები ვართ და ჩვენი ნიშა გვჭირდება, გადავწყვიტეთ.თქვენს ქვეყანაში ერთ-ერთი
ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობის გუნდის სპონსორობა გაგვეწია.

ჩვენი კომპანია ერთი დღით ან ერთი წლით არ შემოსულა საქართველოში. საკმაოდ სერიოზული გეგმები გვაქვს, "დეუს" და "ივერიას" თანამშრომლობის ხანგრძლივობა და ხარისხი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად წარმატებული იქნება ჩვენი ბიზნესი. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმასაც, როგორ შედეგს აჩვენებს გუნდი.

ამ ეტაპზე ჩვენი საერთო მიზანია, უმაღლესი ლიგის საგზური მოვიპოვოთ. საამისოდ გუნდს ყველანაირად ვეხმარებით. სამომავლოდ განზრახული გვაქვს, კლუბის ინფრასტრუქტურაზეც ვიზრუნოთ. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი".

კანოიდ ხუდეირბერგენოვი, "დეუს" მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელი:

"კონტრაქტი ერთწლიანია, მისი გახანგრძლივება ორივე მხარის წარმატებულ საქმიანობაზეა დამოკიდებული. თუ ბიზნესი წარმატებით განვითარდება, შესაძლოა, სპორტის სხვა სახეობების გუნდებსაც გავუწიოთ სპონსორობა.

ახლახან სილამაზის კონკურსი "მის საქართველო -2010" დავაფინანსეთ და მამაკაცებისთვის გული რომ არ დაგვეწყვიტა, რაგბის გუნდსაც დავეხმარებით."




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული