საქართველოს ჩემპიონატი: ეპიცენტრი - თბილისიც, ბათუმიც, ქუთაისიც

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სამი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი თბილისის ორი გუნდია - "ლელო" და "არმაზი". ორივე გუნდს მეოთხე ტურში უმძიმესი მატჩები ელის და გამორიცხული არ არის, გათამაშებაში დაუმარცხებელი აღარავინ დარჩეს.

თბილისის "ლელოსა" და ქვეყნის ჩემპიონის "არმიას" მატჩი ტურის ცენტრალური შეხევდრა იქნება. ეს მატჩი "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გაიმართება და რაგბის ქომაგებში დიდ ინტერესს იწვევს.

ლელოელებმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამი თამაშიდან სამივე მოიგეს, თანაც ისე, რომ სამივე შეხვედრაში პრემიალური ქულები მიითვალეს.

"ლელოს" წარმატებული სტარტის მიზეზი, სავარაუდოდ, ახალგაზრდობისა და გამოცდილების შესანიშნავი სინთეზია. მიხეილ
სუჯაშვილს, რეზო ბელქანიას, ლაშა ხმალაძეს, გიორგი კაჭარავას
და ირაკლი ყიასაშვილის მხარს ახალგაზრდა მორაგბეები ბრწყინვალედ უბამენ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ასაკის ნაკრებების წევრები არიან.

"არმიამ" სეზონი გამარჯვებით კი დაიწყო, მაგრამ მერე მეორე ტურში კონკურენტთან და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან ქუთაისის "აიასთან" შინ წააგო. ამ წაფორხილების შემდეგ არმიელებმა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ თბილისის "ლოკომოტივთან" უფრო მეტი შემართებით ითამაშეს და 18:12 დაამარცხეს.

სავარაუდოდ, სწორედ "ლელოსა" და "არმიას" დაპირისპირება გაარკვევს, ვინ არის მიმდინარე ჩემპიონატის რეალური ფავორიტი. ცხადია, ამ გუნდების ფინანსურ შესაძლებლობებეში დიდი განსხვავებაა, თუმცა "ლელოს" წლეულს შესანიშნავი და საკამოდ გრძელი სათადარიგო სკამი აქვს, რაც თამაშის ნებისმიერ დროს ტაქტიკის ცვლიელბის საშულებას იძლევა.

თბილისის "არმაზი" კი, რომელიც "ლელოს" კვალში მიჰყვება, სტუმრად ითამაშებს "ბათუმთან". შავიზღვისპირელები მე-3 ტურში თბილისში დამარცხდენენ "ლელსოთან" დიდი ანგარიშით 37:10. თუმცა შინ, ეს გუნდი ბევრად უფრო მობილიზებული და სხიფათოა. მით უფრო, რომ არმაზელები წლევანდელ ჩემპიონატში პირველად ჩაატარებენ გასვლით მატჩს.

ცხადია, საინტერესოა, გათამაშების ყველაზე დიდი მოულოდნელობა, "არმაზი", რამდენად შეძლებს ძალების კონცენტრაციას და სასურველი შედეგის მიღწევას.

კიდევ ერთი, არანაკლებ საინტერესო დაპირისპიებაა ქუთაისში, სადაც "აია" ქართული რაგბის ფლაგმანს, თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.

რკინიგზელებმა წლევანდელი ჩემპიონატი უჩვეულოდ ცუდად დაიწყეს. მათ სამი შეხევდრიდან მხოლოდ ერთი მოიგეს და გამორიცხული არ არის, ამბიციურ "აიასთან" მატჩის შემდეგ ამ გუნდის სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდეს.

ქუთათურებმა მესამე ტურში მოულოდნელად წააგეს სტუმრად უმაღლესი ლიგის დებიუტანტ თბილისის "ილიაუნი ჯიქთან". ცხადია, ამ ალიყურის შემდეგ მოთამაშე მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე გუნდის თამაშში კორექტივებს შეიტანდა და შინ რკინიგზელებთან, მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

"ილიაუნი ჯიქი" თავის მხრივ თბილისის "აკადემიას" დაუპირისპირდება, რომელსაც ჯერ მოგებათა გრაფაში ნული უწერია. აკადემიელები ყველაფერს იღონებენ, რათა ნავსი გატეხონ და პირველად მოიგონ. თუმცა რა კოზირი უნდა გამოიყენონ შესანიშნავად მოთამაშე ახალგაზრდა "ჯიქებთან" ძნელი სათქმელია.

წარმატების მისაღწევად, ვფიქრობთ, "ჯიქებს" მეტოქის სათანადოდ შეფასება მართებს. წინააღმდეგ შემთხვევეაში ბოლო,დე თავდადებით მებრძოლ აკადემიელებს მათი დასკა შეუძლიათ.

მიმდინარე გათამაშებაში ჯერ არ მოუგია თბილისის "ყოჩებსაც", რომელიც შინ რუსთავის "ხარებს" უმასპინძლებს. რუსთაველებმა პირველი გამარჯვება მესამე ტურში იზეიმეს "აკადემიასთან" მატჩში, თუმცა მათთან ერთად მაინც აუტსაიდერად მიიჩნევა.

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა
IV ტური
აკადემია-ილიაუნი ჯიქი, აია-ლოკომოტივი, არმია-ლელო, ბათუმი-არმაზი, ყოჩები-ხარები.
სატურნირო მდგომარეობა

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 3 3 0 0 +77 15
2. არმაზი 3 3 0 0 +35 12
3. არმია 3 2 0 1 +21 10
4. აია 3 2 0 1 +5 9
5. ჯიქები 3 2 0 1 0 8
6. ლოკომოტივი 3 1 0 2 +7 6
7ხარები 3 1 0 2 -14 5
8. ბათუმი 3 1 0 2 -34 4
9. ყოჩები 3 0 0 3 -45 1
10. აკადემია 3 0 0 3 -49 1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული