გორის "თსუ\ლომები" უმაღლეს ლიგაში

AutoSharing Option
დამთავრდა რეგულარული გათამაშება საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში. უმაღლესი ლიგის საგზური ორი ტურით ადრე გორის "თსუ\ლომებმა" მოიპოვეს. გორელები უმაღლესი ლიგის ხელმოცარულ "ბათუმი XV"-ს შეცვლიან. გასარკვევი მეორე ადგილის მფლობელის ვინაობა იყო. მასზე პრეტენზიას ბოლო ტურამდე თბილისის "ივერია", თბილისის "ხულიგანა" და ქუთაისის "ბაგრატი" აცხადებდნენ. "ივერია" ბოლო ტურში უშუალო კონკურენტ "ხულიგანას" ხვდებოდა და 22:12 დაამარცხა. "ბაგრატმა" კი სტუმრად წააგო "თსუ\ლომებთან" - 15:29.

ამრიგად, მეორე ადგილი და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის უფლება "ივერიამ" მოიპოვა. ივერიელები 4 და 11 ნოემბერს ორჯერ შეხვდებიან უმაღლესი ლიგის
ბოლოადგილოსანს და გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს საუკეთესო გუნდებს შორის დაიკავებენ ადგილს.

პირველი ლიგის დატოვება მოუწევს და მეორეში გადაბარგდება ოზურგეთის "არწივები". მის ადგილს პირველ ლიგაში მეორე ლიგის გამარჯვებული თბილისის "ჯიქები" დაიკავებს.

პირველი ლიგა
XIV ტური
თსუ\ლომები-ბაგრატი 29:15, რაინდები-დევები 19:10, ხულიგანა-ივერია 12:22, თიბისი-არწივები 17:6.

საბოლოო მდგომარეობა
1. თსუ\ლომები - 28 ქულა, 2. ივერია - 22 , 3. ბაგრატი - 19, 4. ხულიგანა - 19, 5. თიბისი - 8, 6. დევები - 7, 7. რაინდები - 6, 8. არწივები – 3.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული