საქართველოს ჩემპიონატი: "აიას" ბექა ყურაშვილის ჰეთ თრიკმა მოაგებინა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მეცხრე ტური "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გათამაშების მესამეადგილოსნის ქუთაისის "აიასა" და ერთ-ერთი აუტსაიდერის "ყოჩების" დაპირისპირებით გაიხსნა, რომელიც, როგორც მოსალოდენელი იყო, სტუმართა გამარჯვებით 23:6 დასრულდა.

თბილისელმა მორაგბეებმა მეტოქეს ღირსეული წინაააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს. მეტიც, საწყისი ათი წუთის განმავლობაში "აია" მისსავე 22-მეტრიან ზონაში ჩაკეტეს და საკმაოდ სახიფათოდაც უტევდნენ. სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დაცვაში შესანიშნავად ითამაშეს და მასპინძლებს ლელოსთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

თამაში თანაბარ ბრძოლაში მიდინარეობდა და ანგარიშის გახსნა მხოლოდ მე-20 წუთზე მოხერხდა. ქუთაისელთა შეტევა მარჯვენა ფრთაზე განვითარდა. "აიას"
მოთამაშე მწვრთნელმა ბესიკ ხამაჭურიძემ ბურთი მეტოქის 22-მეტრიან ზონაში ფეხით ორიგინაულურად გადაკიდა, ისე, რომ "ყოჩების" დაცვა დაიბნა. ქუთათურთა სავალალოდ, ბურთს ვერც გარემარბმა ბაკურ გოშაძემ მიუსწრო. ბოლოს "აიამ" ხუთმეტრიან დრეფანში აუტი ააგდო, მოლი შეკრა, რომელიც რაკში გადავიდა. მორკინლთა ორი დარტყმის შემდეგ ბურთი ლელოში ბექა ყურაშვილმა შეიტანა. ხამაშურიძემ გარდასახვა გაიტანა - 7:0.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისელთა მესამეხაზელმა ბექა ყურაშვილმა, რომელიც მშობლიურ გუნდში რუსეთიდან წლეულს მობრუნდა, კიდევ ორჯერ იყოჩაღა. თუმცა ეს მეორე ტაიმში იყო. პირველი ნახევარში კი "ყოჩებმა" საჯარიმოთი ანგარიში ოთხ ქულამდე შეამცირეს. მგეზავმა გიგი გაბუნიამ 49 მეტრიდან გაიტანა - 3:7. ტაიმის დასრულებამდე ხამაშურიძეს თავისიანების დაწინაურება კიდევ ორჯერ შეეძლო, მაგრამ ორივეჯერ საჯარიმოდან ვერ გაიტანა.

შესვენების შემდეგ "აია" საგრძნობლად გაქტიურდა და სრულ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა. მეორე ტაიმის საწყის ათ წუთში გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს. "აიას" მგეზავის გაგა სინაურიძის ზუსტ დარტყმას, ისევ გაბუნიამ უპასუხა - 6:10.
"აიამ" მეტოქის წინააღმდეგობა საბოლოოდ მატჩის ბოლო 20 წუთში გატეხა. 61-ე წუთზე ქუთაისელთა სასარგებლოდ შერკინება მარჯვენა ფრთზე "ყოჩების" ჩათვლის მოედნიდან ათ მეტრში დაინიშნა. რასაც რაკი მოჰყვა მორკინალების მოკლე დარტყმის შემდეგ. ცხრა ნომრემა გიორგი როხვაძემ იქიდან გამოტანილი ბურთი მესამეხაზელ ბექა ყურაშვილს მოკლე ფრთაზე გაუტანა, მისი შეჩერება მასპინძლებმა ვერ შეძლეს. სინაურიძეს გარდასახვა გაუცუდდა - 15:6. თუმცა ხუთ წუთში მანვე საჯარიმოდან ზუსტად დაარტყა და "აია" 12 ქულით დააწინაურა - 18:6.

პრემიალური ქულის მოაპოვებლად ქუთათურებს კიდევ ერთი ლელო სჭირდებიდათ. თამაშის დასრულებამდე ორი წუთი აკლდა, როცა ხუთმეტრიანი დერეფნიდან "აიამ" მოლი შეკრა, დაიძრა და ყველასთვის მოულოდნელად მას ყურაშვილი მოსწყდა. ლელო ისევ სინაურიძემ ვერ გარდასახა - 23:6.

მიუხედავად ამისა, "აიამ" სატურნირო ცხრილში ხუთი ქულა მიითვალა.

ყოჩები-აია 6:23
ყოჩები (15-9) კვარაცხელია, აბრამალაძე (ხარშილაძე 57), გარუჩავა, ქუშაშვილი, ხულელიშვილი, გაბუნია, ჯაფარიძე (სიორიძე 59). (1-8) ესაკია (ჭიღლაძე 57), ცუცქირიძე (სამხარაშვილი 45), შენგელია, ბელაშვილი, ტვილდიანი (კბაური 65), წიკლაური, ცაგარეიშვილი (გუგეშაშვილი 70), მალაღურაძე.
2ს: გაბუნია.
აია (15-9) ხამაშურიძე, აბრამაძე (ზიბზიბაძე 23, კუხიანიძე 56), კვერნაძე, ძნელაძე, გოშაძე, სინაურიძე, როხვაძე (გოგია 58). (1-8) რატიშვილი, მატკავა, ულუმბეგაშვილი (წაქაძე 56), ხელაძე (ჩიტეიშვილი 69), შალამბერიძე, დგებუაძე (ჯიმშიტაშვილი 64), ყურაშვილი, თხელიძე.
3ლ: ყურაშვილი (3). 2ს: სინაურიძე. გ: ხამაშურიძე.
მსაჯი: უჩა ნარიმანიძე

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 8 7 0 1 +119 33
2. არმია 8 7 0 1 +96 32
3. აია 9 6 1 2 +120 30
4. არმაზი 8 5 0 3 +20 21
5. ჯიქები 8 4 0 4 +13 20
6. ლოკომოტივი 8 3 1 4 +17 18
7. ბათუმი 7 3 0 4 -22 14
8. ხარები 7 2 0 5 -77 9
9. ყოჩები 9 1 0 8 -92 7
10. აკადემია 8 1 0 7 -194 5

27 ოქტომბერი
ილიაუნი ჯიქი-არმაზი, არმია-ბათუმი, აკადემია-ლოკომოტივი, ხარები-ლელო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული