ხარები მეხუთეა, არმაზი დარჩენისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
რუსთავში საქართველოს ჩემპიონატის მე-12 ტურის გადათამაშებულ მატჩში "ხარებმა" თბილისის "არმაზი" მშრალი ანგარიშით - 30:0 დაამარცხა და საბოლოოდ მე-5 ადგილზე გავიდა.

"არმაზი" კი, რომელიც ბოლოსწინა, მეშვიდე ადგილს დასჯერდა, უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პირველი ლიგის მეორეადგილოსან თბილისის "ივერიას" ორჯერ დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მე-12 ტურში "ხარებისა" და "არმაზის" მატჩი ჯგუფური ჩხუბის გამო ჩაიშალა. სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება, "არმაზისთვის" წაგება ჩაეთვალათ, რაგბის კავშირის გამგეობამ შეცვალა და მატჩის გადათამაშება დაადგინა.

ამრიგად, უმაღლესი ლიგა "ბათუმი XV"-მ დატოვა. მის ნაცვლად პირველ ლიგაში დაუმარცხებელი გორის "თსუ\ლომები" ითამაშებს. შეინარჩუნებს თუ
არა "არმაზი" ადგილს უმაღლეს ლიგაში, ამას 11 ნოემბერს განმეორებითი მატჩის შემდეგ შევიტყობთ. პირველი შეხვედრა კი 4 ნოემბერს გაიმართება.

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 14 10 0 4 +173 20
2. ლოკომოტივი 14 10 0 4 +97 20
3. ყოჩები 14 9 1 4 +73 19
4. აია 14 9 0 5 +63 18
5. ხარები 14 6 0 8 -121 12
6. აკადემია 14 4 2 8 -17 10
7. არმაზი 14 4 1 9 -135 9
8. ბათუმი XV 14 2 0 12 -133 4
3 ნოემბერი

შესარჩევი ფინალი
ლელო-ლოკომოტივი
ვისოლი\ყოჩები-აია

8 ნოემბერი
წინასწარი ფინალი

14 ნოემბერი
ფინალი
გასავარდნი პლეი ოფი

4 ნოემბერი
ივერია-არმაზი









მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული